ფეთქებადი ნივთიერება
From Wikipedia, the free encyclopedia
ფეთქებადი ნივთიერება — ნივთიერება, რომელსაც გააჩნია პოტენციური ენერგეტიკული რესურსი, რომელიც გამოთავისუფლდება აფეთქების შედეგად სინათლის, წნევის, სითბოს ან ხმის სახით. ასაფეთქებელი მასალის დამზადება შესაძლებელია ერთი ნივთიერებით, ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა ნივთიერებების შერევით.
პოტენციური ენერგიის მქონე ფეთქებადი მასალების სახეები:
- ქიმიური ენერგია — გამოთავისუფლდება, მაგალითად, ნიტროგლიცერინის და ტრინიტროტოლუოლის აფეთქების შედეგად.
- დაწნეხილი აირი — ენერგია გამოთავისუფლდება აირის გაფართოების შედეგად მაგალითად ბუტანის, პროპანის ან აცეტილენის კონტეინერის აფეთქებისას ან ჩვეულებრივი აეროზოლის აფეთქების დროსაც.
- ბირთვული ენერგია — გამოთავისუფლდება რადიაქტიური იზოტოპების ბირთვული დაშლის შედეგად მაგ; ურან-235 და პლუტონიუმ-239.