უინჩესტერი (ინგლისი)
From Wikipedia, the free encyclopedia
უინჩესტერი (ინგლ. Winchester) — ქალაქი ინგლისში, ჰემპშირის საგრაფოში. მდებარეობს ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით, 98 კილომეტრში. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 45,184 ადამიანს შეადგენდა.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||
---|---|---|---|
უინჩესტერი Winchester | |||
| |||
ქვეყანა | ინგლისი | ||
რეგიონი | სამხრეთ-აღმოსავლეთი ინგლისისამხრეთ-აღმოსავლეთი ინგლისი | ||
საგრაფო | ჰემპშირი | ||
კოორდინატები | 51°03′48″ ჩ. გ. 1°18′31″ დ. გ. | ||
მოსახლეობა | 45,184 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 | ||
სატელეფონო კოდი | 01962 | ||
საფოსტო ინდექსი | SO22 და SO23 | ||
დახურვა
მდებარეობს მდინარე იტჩენის ხეობაში. ქალაქი ცნობილია ჯერ კიდევ რომანული ბრიტანეთის დროიდან, მისი მდებარეობიდან გამომდინარე, რომის საგზაო სისტემის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. VIII საუკუნეში უესექსის სამეფოს დედაქალაქი გახდა. ქალაქის განვითარება დაიწყო ამ პერიოდში და გაგრძელდა ნორმანდიელების მიერ ინგლისის დაპყრობამდე (1066 წ.).