უიმბლდონის ტურნირი
From Wikipedia, the free encyclopedia
უიმბლდონის ტურნირი (ინგლ. The Championships, Wimbledon) — უძველესი საჩოგბურთო ტურნირი მსოფლიოში, რომელიც 1877 წლიდან ყოველწლიურად ტარდება ლონდონის უბან უიმბლდონში. მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ჩოგბურთში[2][3].
სწრაფი ფაქტები უიმბლდონის ტურნირი, ოფიციალური საიტი ...
უიმბლდონის ტურნირი | ||
---|---|---|
ოფიციალური საიტი | ||
მდებარეობა | ლონდონი გაერთიანებული სამეფო | |
კორტი | ბალახი | |
ფულადი პრიზი | £34,000,000 (2018)[1] | |
დახურვა
უიმბლდონი არის ოთხიდან ერთ-ერთი დიდი სლემის ტურნირებიდან და ერთადერთი, რომელიც ტარდება ბალახის საფარის კორტებზე. ქრონოლოგიურად უიმბლდონი წელიწადის მესამე დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ტრადიციულად იწყება ივლისის დასაწყისში და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ქალთა ფინალი შაბათ დღეს, ხოლო მამაკაცთა ფინალი კვირას იმართება.
უიმბლდონი მამაკაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერმა მოიგო, რომელიც 8-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო ქალებში მარტინა ნავრატილოვამ 9-ჯერ იზეიმა გამარჯვება.