უელსური სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
უელსური სამზარეულო (უელს. Coginiaeth Cymru, ინგლ. Welsh cuisine) — ტრადიციული უელსური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა კელტური და ანგლოსაქსური გასტრონომიების შერწყმით. განსაკუთრებით პოპულარული კერძებია: კოული, უელსური რაბეიტი, უელსური ოგი, შემწვარი შაშხი, ბარა-ბრითი და ლავერის ნამცხვრები. აგრეთვე აღსანიშნავია გლამორგანის სოსისი და უელსური ორცხობილები. უელსის პოლიტიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობის გამო, უელსურ გასტრონომიას ხშირად აერთიანებენ ბრიტანულ სამზარეულოში, რომელშიც მის გარდა ასევე შედის ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური გასტრონომიები.