ტყის ვირზაზუნა (ლათ. Marmota monax) — ძუძუმწოვარი ცხოველი ციყვისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 41,8–66,5 სმ, მასა — 3–5 კგ. მამლები ზომით მცირედ აღემატებიან დედლებს. აღნაგობა მკვრივია, აქვს მოკლე და ძლიერი თათები, რაც მიწის თხრაში ეხმარება. კიდურები ხუთთითიანია, წინა კიდურებზე პირველი თითები რუდიმენტირებულია. კუდის სიგრძეა 10–15 სმ, იგი გაბრტყელებული, ფაფუკი და შავი ან მუქი მურა-ბეწვით დაფარულია. ყურები პატარა და მომრგვალებულია. ბეწვი მოუხეშოა, ფერად მოწითურო ან მოწითალო-ყავისფერი. გვხვდება ალბინოსი და მელანისტი ინდივიდები. განგური მამალს მაისის ბოლოს–აგვისტოში ახასიათებს. ტყის ვირზაზუნა უმთავრესად ბინადრობს ღია სივრცეებსა და ტყეები განაპირა მხარეებში. გავრცელებულია აშშ-ის ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში, ლაბრადორის ნახევარკუნძულზე, ალასკიდან მონების დიდ ტბამდე, ჰუდსონის ყურის სამხრეთ სანაპიროზე და სხვ. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით. მრავლდება წელიწადში ერთხელ. მაკეობა 31–32 დღე-ღამე გრძელდება. შობს საშუალოდ 4 (საერთოდ 2–7) ნაშიერს, ისინი 26–27 გ-ს იწონიან და 10 სმ-მდე სიგრძის არიან, 26–28 დღეში თვალები ეხილებათ. რძით კვება 44 დღე გრძელდება. ბუნებაში ცოცხლობენ 4–6 წელი, ტყვეობაში — 10 წლამდე, მაქსიმალური ასაკი — 14 წელი.
სწრაფი ფაქტები ტყის ვირზაზუნა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
დახურვა