ტორსა
From Wikipedia, the free encyclopedia
ტორსა — მდინარე ჩინეთში, ინდოეთსა და ბჰუტანში. სათავეს იღებს ტიბეტში, სადაც მას მაჩუს სახელით იცნობენ. შემდეგ ის გაედინება ბჰუტანში, სადაც მას ამო-ჩუს უწოდებენ. მდინარის სიგრძე 358 კმ-ია, საიდანაც 113 კმ ჩინეთზე მოდის, 145 კმ ბჰუტანზე, მცირე ნაწილი კი გაედინება ინდოეთში, დასავლეთ ბენგალში.[1]
სწრაფი ფაქტები ტორსა, ქვეყანა ...
დახურვა
მდინარე კვეთს მნიშვნელოვან სასაზღვრო ქალაქებს — პჰუნჩოლინგს (ბჰუტანი) და ჯაიგაონს (ინდოეთის მხარეს), ასევე დალსინგპარის ჩაის დიდ მამულებს და ჯალდაპარის ველური ბუნების ნაკრძალს. აქ არსებული თვალწარმტაცი გარემო იდეალურია ოჯახური პიკნიკებისათვის; ნაკრძალში ბინადრობენ ვეფხვები, მარტორქები და მრავალი სახის ირმები.