ტონი ბენეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანტონი დომინიკ ბენედეტო (ინგლ. Anthony Dominick Benedetto) (დ. 3 აგვისტო, 1926 — გ. 21 ივლისი, 2023, ნიუ-იორკი, აშშ)[1] ასევე ცნობილია როგორც ტონი ბენეტი (ინგლ. Tony Bennett) — ამერიკელი ჯაზის სტანდარტის, ტრადიცული პოპის, სვინგის, ბიგ ბენდის და ჯაზის შემსრულებელი. იგი იყო ასევე მხატვარი, ქმნიდა ნამუშევრებს სახელით ანტონი ბენედეტო, მათი ჩვენება მუდმივად ხდება საჯაროდ სხვადასხვა გამოფენებზე. იგი ასევე არის ნიუ-იორკში ასტორიაში ფრენკ სინატრას სახელობის ხელოვნების სკოლის დამაარსებელი.[2]
ტონი ბენეტი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Tony Bennett |
დაბადების სახელი | ანტონი დომინიკ ბენედეტო |
დაბადების თარიღი |
3 აგვისტო, 1926[1] ასტორია, კუინზი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
21 ივლისი, 2023 (96 წლის) ნიუ-იორკი, აშშ |
რეზიდენცია | ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა |
|
აქტიური | 1949–2023 |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 4, მათ შორის ანტონია ბენეტი |
მშობლები |
მამა: ჯონ ბენედეტო დედა: ანა სურაჩი |
ჟანრ(ებ)ი |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი |
|
ასოციაციები |
|
საიტი | tonybennett.com |
დაიბადა და გაიზარდა ასტორიაში იტალიელი ემიგრანტების ოჯახში, ტონიმ სიმღერა ადრეული წლებიდანვე დაიწყო. იგი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ქვეითთა ბატალიონში. ომის დასრულების შემდგომ მან შეიმუშავა მისი სიმღერის ცნობილი ტექნიკა, გააფორმა კონტრაქტი ლეიბლზე Columbia Records და ჩაწერა თავისი პირველი პოპულალური სიმღერა Because of You რომელმაც პირველი პოზიცია დაიკავა აშშ-ის ჩარტში. მან მიაღწია პოპულარობის პიკს 1950იან წლებში ალბომებით, როგორიცაა The Beat of My Heart და Basie Swings, Bennett Sings. 1962 წელს მან ჩაწერა მისი საფირმო სიმღერა I Left My Heart in San Francisco. როკ მუსიკის ერად წოდებულ პერიოდში ტონის კარიერა და პირადი ცხოვრება კრიზისის პერიოდში იდგა.
1980იანი წლების მიწურულს და 1990იანი წლების დასაწყისში ტონი დაუბრუნდა სასცენო კარიერას, მისმა ჩანაწერებმა MTV-ს თაობაში ხელახლა მოიპოვა პოპულალობა. კარირეის მანძილზე ტონიმ მიიღო 19 გრემის და ორი პრემია ემის ჯილდო. მსოფლიოს მასშტაბით მას გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი.