ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი (ინგლ. Thompson submachine gun) — ამერიკული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, პირველად გამოგონილი ჯონ ტ. ტომპსონის მიერ 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს. ის პოპულარული გახდა აშშ-ს ე.წ. „აკრძალვის ერის“(აშშ-ს კონსტიტუციის მე-18 შესწორებამ აკრძალა ალკოჰოლის წარმოება, რეალიზაცია და ტრანსპორტირება) დროს და განსაკუთრებით ასოცირდებოდა ორგანიზებულ დანაშაულთან. იარაღი ხშირად ფიგურირებდა იმდროინდელ მედიაში, ვინაიდან ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი იმხანად გამოიყენებოდა როგორც კრიმინალების, ასევე სახელმწიფო ძალოვანი უწყებების მიერ. ამ იარაღს არაერთი მეტსახელი ჰქონდა შერქმეული, როგორიცაა: „ტომი განი“(Tommy Gun), „ქუჩის დამგველი“ (Street Sweeper), „გამანადგურებელი“ (Annihilator), „ჩიკაგოს სტილი“, „ტომი ბიჭი“ (the Tommy Boy), „სანგრის ცოცხი“(Trench Broom), უბრალოდ „ტომპსონი“ და კიდევ მრავალი სხვა.
Thompson Submachine Gun | |
---|---|
ტომპსონის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი დისკისებური მჭიდითა და სახელურით | |
ტიპი | პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი |
წარმომავლობის ქვეყანა | აშშ |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია |
1938–1971 აშშ 1921-დღემდე (სხვა ქვეყნებში) |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | ჯონ ტ. ტომპსონი |
შექმნის თარიღი | 1917–1920 |
მწარმოებელი |
Auto-Ordnance Company (თავდაპირველად) The Birmingham Small Arms Company Limited Colt Savage Arms RPB Industries |
წარმოების პერიოდი | 1921–1945 |
რაოდენობა | 1.75 მილიონი ყველა ვარიანტის ჩათვლით |
მახასიათებლები | |
წონა |
მჭიდის გარეშე 4.9 (Thompson M1928A1) 4.5 (Thompson M1A1) |
სიგრძე |
860 (M1928A1 ვარიანტი) 810 (M1/M1A1 ვარიანტები) |
ლულის სიგრძე | 267 |
| |
ვაზნა | .45 ACP (11.43×23 მმ) |
მუშაობის პრინციპი | უკუცემა, ბლიშის საკეტი |
ჭურვის/ტყვიის საწყისი სიჩქარე | 285 მ/წმ |
დამიზნების მანძილი | 150 |
დატენვის სისტემა |
20 ვაზნიანი მჭიდი 30 ვაზნიანი მჭიდი 50 ვაზნიანი დისკისებური მჭიდი 100 ვაზნიანი დისკისებური მჭიდი |
ტომპსონი ჯარისკაცთა, კრიმინალთა, პოლიციელთა, FBI-ის აგენტთა და სამოქალაქო პირთა საყვარელი იარაღი იყო მისი ავტომატური სროლის რეჟიმის გამო, რასაც ემატებოდა მისი სიმსუბუქე, პორტატულობა და გამოყენების სიმარტივე. ისტორიული მნიშვნელობის წყალობით ტომპსონმა დიდი ცნობადობა მოიხვეჭა კოლექციონერთა წრეებში და არანაკლებ პოპულარულია ამერიკულ პოპ კულტურაში, განსაკუთრებით ნამუშევრებში, რომელბიც ეხება „აკრძალვის ერასა“ და მეორე მსოფლიო ომს. ტომპსონი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ცეცხლსასროლ იარაღს.