ტიბეტის ავტონომიური რეგიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტიბეტის ავტონომიური რეგიონი (ტარ), ასევე ცნობილია როგორც სიწანგის ავტონომიური რეგიონი (ტიბ. བོད་རང་སྐྱོང་ལྗོངས་; გამარტივებულ ჩინურად 西藏自治区; ტრადიციულ ჩინურად 西藏自治區) — ავტონომიური რეგიონი ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, რომელიც შეიქმნა 1965 წელს.
ტიბეტის ავტონომიური რეგიონი შეიცავს ისტორიული ტიბეტის მხოლოდ ნაწილს. ტარ ჩინეთში სიდიდით მეორე რეგიონია. ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ლჰასა. ტარის მოსახლეობაა 3,002,166 ადამიანი (2010) და მათ უმეტესობას შეადგენენ ეთნიკური ტიბეტელები. ფართობია 1,200,000 კვადრატული კილომეტრი და ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე დაუსახლებელი რეგიონია.