ტერაქტი სომხეთის პარლამენტში
From Wikipedia, the free encyclopedia
ტერაქტი სომხეთის პარლამენტში, სომხეთში ცნობილი, როგორც ოქტომბერი 27 (სომხ. Հոկտեմբերի 27 ჰოქტომბერი ქსანიოთ) — ტერორისტული თავდასხმა სომხეთის ეროვნული კრებაზე, დედაქალაქ ერევანში 1999 წლის 27 ოქტომბერს.[3][4] ხუთი შეიარაღებული კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთაც ნაირი ჰუნანიანი მეთაურობდა, ცეცხლი გაუხნეს ეროვნული კრების წევრებს, მათ შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარქისიანსა და პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჭიანს.
ტერაქტი სომხეთის პარლამენტში Հոկտեմբերի 27 | |
---|---|
საფოსტო ბარათი, რომელზეც ტერაქტის რვავე მსხვერპლია გამოსახული. | |
ინფორმაცია ტერაქტზე | |
მდებარეობა | ეროვნული კრების შენობა, ერევანი, სომხეთი |
თარიღი |
27 ოქტომბერი, 1999 17:15 (UTC+4) |
სამიზნე |
ვაზგენ სარქისიანი (დამნაშავეებისა და ზოგიერთი თვითმხილველის მიხედვით) |
იარაღები | ავტომატი აკ-47 (АК-47) |
მსხვერპლი |
8 (მსხვერპლთა სია)
|
დაზიანება | 30+[1][2] |
თავდამსხმელები |
5 (თავდამსხმელთა სია)
|
მცველები |
შენობის ოკუპაციის შემდეგ: |
მოტივი |
პუტჩი (Coup d'état) (სახელმწიფო გადატრიალება) |
ტერაქტი პოსტ-საბჭოთა სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო მოვლენაა, რომელმაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია სომხეთის პოლიტიკურ ლანდშაფტზე. იგი დღემდე რჩება უამრავი შეთქმულების თეორიის მიზეზად, რომელთა უმეტეს ნაწილშიც სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ტერაქტის ერთ-ერთ მონაწილედ ითვლება, რომლის შემდგომი მმართველობასაც ხშირად აკრიტიკებდნენ, რადგან მას ავტორიტარულიად თვლიდნენ. სარქისიანი და დემირჭიანი, რომლებიც ტერაქტს ემსხვერპლნენ სომხეთის ეროვნული გმირის წოდებებით დააჯილდოვეს.[5]