აკ-47
From Wikipedia, the free encyclopedia
აკ-47 (რუს. АК-47, შემოკლება სახელისა: Автомат Калашникова образца 1947 года — კალაშნიკოვის ავტომატი 1947 წლის მოდელისა) — წარმოადგენს საბჭოთა მოიერიშე შაშხანას, რომელიც წარმოებულია დაახლოებით 100 მილიონ ეგზემპლარამდე და მსოფლიოს 55-ზე მეტ ქვეყანას აქვს შეიარაღებაში. პლანეტის ყველა "ცხელ წერტილში" შესაძლებელია ინახოს კალაშნიკოვის ავტომატი. იარაღის საიმედოობა, ეს თვისება საბრძოლო მოქმედებების დროს ყველაზე ფასეულია, მაღალ დონეზეა. ეს არ არის გასაოცარი, რადგანაც იარაღის კონსტრუქცია და ტექნოლოგია იხვეწებოდა და ვითარდებოდა 1947 წლიდან.