ტამია
From Wikipedia, the free encyclopedia
ტამია მერილინ ვაშინგტონ ჰილი (ინგლ. Tamia Marilyn Washington Hill; დ. 9 მაისი, 1975, უინძორი, ონტარიო, კანადა) — კანადელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. 1994 წელს კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან Warner Bros. Records. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი გამოუშვა 1998 წელს. ამის შემდეგ დადო კონტრაქტი Elektra Records-თან და გამოუშვა ალბომები A Nu Day (2000) და More (2004). მუსიკოსის რამდენიმე სინგლი მოხვდა პოპ და რიტმ-ენდ-ბლუზ ჩარტებში, მათ შორის „So Into You", „Stranger in My House", „Imagination", „Into You" და „Missing You".
ტამია | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ტამია მერილინ ვაშინგტონ ჰილი |
დაბ. თარიღი | 9 მაისი, 1975 (1975-05-09) (48 წლის) |
დაბ. ადგილი | უინძორი |
წარმოშობა | უინძორი, ონტარიო, კანადა |
ჟანრ(ებ)ი | რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, გოსპელი |
საქმიანობა | მომღერალი, სიმღერების ავტორი |
აქტიური | 1994 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | tamiaworld.com |
ტამია ვიკისაწყობში |
Elektra Records-დან წამოსვლის შემდეგ მუსიკოსმა დააფუძნა თავისი ლეიბლი Plus One Music Group, Def Jam Recordings-თან და eOne Music-თან ერთად. 2015 წელს გამოუშვა მეექვსე ალბომი Love Life. ნამუშევარი ბილბორდის საუკეთესო R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა.
მუსიკოსს მიღებული აქვს გრემის ექვსი ნომინაცია, ასევე Soul Train Music Award, Source Award და ოთხი Juno Awards. 1999 წლიდან დაქორწინებულია ყოფილ კალათბურთელ გრანტ ჰილზე. მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ. მუსიკოსს 2003 წელს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. ის არის გაფანტული სკლეროზის ეროვნული საზოგადოების (NMSS) ადვოკატი.