სუს-მასის ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
სუს-მასის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National de Souss-Massa) — ეროვნული პარკი მაროკოში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. შეიქმნა 1991 წელს, ფართობი 33 800 ჰექტარია. მდებარეობს ქალაქ აგადირსა და სიდი-იფნის შორის. ჩრდილოეთით უკიდურესი წერტილია უედ-სუსის ესტუარი. პარკს ასევე მიაკუთვნებენ სამხრეთით არსებულ 30 000 ჰა ტერიტორიას, რადგან მას ხშირად გამოსაკვებად იყენებს ტყის იბისი. სიცოცხლე წარმოდგენილია დიუნებიან სტეპებში, პლაჟებსა და ჭარბტენიან ადგილებში. ნიადაგი ძირითადად ქვიშიანია, ზოგიერთ ადგილას კი კლდოვანი არეალებიცაა წარმოდგენილი.[1]
სწრაფი ფაქტები სუს-მასის ეროვნული პარკი Parc National de Souss-Massa ...
სუს-მასის ეროვნული პარკი
Parc National de Souss-Massa | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | მაროკო |
კოორდინატები | 30°05′ ჩ. გ. 9°40′ ა. გ. |
ფართობი | 338 კმ² |
დაარსდა | 1991 |
დახურვა