სორღაქტან ბექი
From Wikipedia, the free encyclopedia
სორღაქტან ბექი (მონღ. Сорхагтани Бэхи; დ. 1190 — გ. 1252) — კერაიტების ტომის პრინცესა და მონღოლთა ყაენ ჩინგიზ-ხანის რძალი. ჩინგიზის უმცროსი ვაჟის, ყაენ ტოლუის მეუღლე და მისი კონსორტი 1204-1252 წლებში. მონღოლთა იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე ქალი. იგი აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში და თავისი გავლენების წყალობით შეძლო თავად აერჩია რელიგია, რის გამოც ქრისტიანად მოინათლა. იგი იყო მონღოლეთის სამი ყაენის: მუნქეს, არიქისა და ყუბილაის, აგრეთვე ჰულაგუიანთა სახელმწიფოს დამაარსებელ ჰულაგუს დედა.
სწრაფი ფაქტები სორღაქტან ბექი, მონღოლთა ბექი ...
სორღაქტან ბექი | |
---|---|
მონღოლთა ბექი | |
მმართ. დასაწყისი: | 1204 |
მმართ. დასასრული: | 1252 |
წინამორბედი: | ბორტე |
მემკვიდრე: | ჩაბი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1190 |
დაბ. ადგილი: | მონღოლეთი |
გარდ. თარიღი: | 1252 (დაახლ. 62 წლის) |
გარდ. ადგილი: | მონღოლეთი |
დაკრძ. ადგილი: | განსუ, ჩინეთი |
მეუღლე: | ტოლუი |
შვილები: |
მუნქე, მონღოლთა ყაენი ყუბილაი, მონღოლთა ყაენი ჰულაგუ, ჰულაგუიანთა ილხანი არიქი, მონღოლთა ყაენი |
დინასტია: | კერაიტები |
მამა: | ჯაქა გამბჰუ |
დედა: | ვესაი |
რელიგია: | ნესტორიანელობა |
დახურვა