სომალელები
From Wikipedia, the free encyclopedia
სომალელები — სომალში, ეთიოპიის სასაზღვრო რაიონებში, აგრეთვე კენიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ხალხი. საერთო რაოდენობა დაახლოებით 15-17 მილიონი კაცი. ენა განეკუთვნება ქუშიტურ ენებს. რელიგია — სუნიტური მიმართულების ისლამი. სომალის ნახევარკუნძულის შიგა რაიონებში ინარჩუნებენ გვაროვნულ-ტომობრივი ყოფის ელემენტებს. სომალელების ძირითადი საქმიანობაა მესაქონლეობა (აქლემი და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი). ასევე მიწათმოქმედება.