სლაიგო
From Wikipedia, the free encyclopedia
სლაიგო (ინგლ. Sligo, ირლ. Sligeach, „ზღვის ნიჟარების სიუხვე“) — საპორტო ქალაქი ირლანდიაში, კონაქტის პროვინციაში, სლაიგოს საგრაფოს ადმინისტრაციული ცენტრი და უმსხვილესი ქალაქი. დაახლოებით 20 000 მკვიდრით, სლაიგო არის ჩრდილო-დასავლეთი ირლანდიის უდიდესი დასახლება. შემოგარენის ჩათვლით, მისი მოსახლეობა არის 38 581, რაც მთელი საგრაფოს მაჩვენებლის (63 000) 61 %-ს შეადგენს. [3]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სლაიგო (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
სლაიგო Sligeach | |
სლაიგო დაბინდებისას | |
ქვეყანა | ირლანდია |
დაქვემდებარება | ადმინისტრაციული ცენტრი |
პროვინცია | კონაქტიკონაქტი |
საგრაფო | სლაიგო |
კოორდინატები | 54.2667°00′00″ ჩ. გ. 8.48333°00′00″ დ. გ. |
ფართობი | 12,9[1] კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 13 მ |
მოსახლეობა | 19 452 კაცი (2014[2]) |
ეროვნული შემადგენლობა | (თეთრი) ირლანდიელები (83,9 %) |
სასაათო სარტყელი | UTC+0, ზაფხულში UTC+1 |
სატელეფონო კოდი | 71 |
საფოსტო ინდექსი | F91 |
ოფიციალური საიტი | sligoborough.ie |
დახურვა
მიუხედავად მისი შედარებით პატარა ზომისა, სლაიგო არის ისტორიული, კულტურული, სპორტული, კომერციული, ინდუსტრიული, სავაჭრო და მომსახურეობის ბიზნესის რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი. სლაიგო, ასევე, არის პოპულარული ტურისტული ადგილი ბუნების მრავალი გამორჩეული ძეგლითა და კულტურული ღირსშესანიშნაობებით.