სკოტ ლინჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
სკოტ ლინჩი (ინგლ. Scott Lynch; დ. 2 აპრილი, 1978, სენტ-პოლი, მინესოტა) — ამერიკელი ფენტეზის ჟანრში მოღვაწე მწერალი.
სკოტ ლინჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 აპრილი, 1978(1978-04-02)[1] (46 წლის) |
დაბადების ადგილი | სენტ-პოლი |
საქმიანობა | მწერალი და რომანისტი |
მოქალაქეობა | აშშ |
ჟანრი | ფენტეზი |
Magnum opus | ლოკი ლამორას ტყუილები, წითელი ზღვა წითელი ცის ქვეშ და რკინის ქვიშის დედოფალი |
მეუღლე | ელისაბედ ბირი |
საიტი | scottlynch.us |
სკოტის შემოქმედებას მიეკუთვნება რომანების სერია „ჯენლტმენი-ნაბიჭვრები“. სერიის პირველი რომანი „ლოკი ლამორის ტყუილები“ შეიძინა წიგნების გამომცემელმა კომპანია „Orion Books“-მა 2004 წლის აგვისტოში და გამოქვეყნა 2006 წლის ივნისში, ხოლო 2007 წელს წიგნი გახდა ფენტეზის მსოფლიო პრემიის ფინალისტი.[2] სერიის მომდევნო ორი წიგნი, „წითელი ზღვა წითელი ცის ქვეშ“ და „ქურდების რესპუბლიკა“ გამოქვეყნდა 2007 და 2013 წლებში.
2008 და 2009 წლებში ლინჩი ნომინირებული იყო ჯონ კემპბელის პრემიაზე.[3]
ლინჩი ცხოვრობს ნიუ-რიჩმონდში, უისკონსინში. არის მოხალისე მეხანძრე, სერტიფიცირებული მინესოტასა და უისკონსინში.[4]
ლინჩმა იქორწინა მწერალ ელისაბედ ბეარზე 2012 წლის სექტემბერში.