სირიის მუჰაფაზები
From Wikipedia, the free encyclopedia
სირიის მუჰაფაზები — ზედა დონის ადმინისტრაციული დანაყოფი სირიის არაბთა რესპუბლიკაში. სირია იყოფა 14 მუჰაფაზად (არაბ. مُحافظة). მათ შორის მუჰაფაზის სტატუსი გააჩნია დედაქალაქ დამასკოსაც. ოლქები იყოფა 65 მინტაკად (არაბ. منطقة), ხოლო მინტაკები თავის მხრივ იყოფა 206 ნაჰიად (არაბ. ناحية).
ალ-კუნეიტრის მუჰაფაზა 1973-1981 წლებში ოკუპირებული იყო ისრაელის მხრიდან. ამჟამად მუჰაფაზის ნაწილი დემილიტარიზებული ზონაა დ იმყოფება გაეროს მანდატის ქვეშ.
2007 წლიდან სირიაში მოითვლიან 83 დიდ ქალაქსა 6 432 დასახლებას (მცირე ქალაქსა და სოფელს).