სერო-კათედრალი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერო-კათედრალი (ესპ. Cerro Catedral) ან სერო-კორდილიერა (ესპ. Cerro Cordillera) — ურუგვაის უმაღლესი წერტილი. მდებარეობს ზღვის დონიდან 513,66 მეტრზე, მალდონადოს დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში, აიგუის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მიეკუთვნება კუჩილია-გრანდეს ქედს. სახელი მომდინარეობს კლდოვანი მწვერვალის უცნაური ფორმიდან.
სწრაფი ფაქტები სერო-კათედრალი ...
სერო-კათედრალი | |
---|---|
სერო-კათედრალი | |
კოორდინატები: 34°22′55″ ს. გ. 54°40′27″ დ. გ. | |
ქვეყანა | ურუგვაი |
ტერიტორიული ერთეული | მალდონადოს დეპარტამენტი |
სიმაღლე | 513,66 მ |
ქედი | კუჩილია-დე-აედო |
დახურვა
1973 წლამდე, ურუგვაის უმაღლეს წერტილად მიიჩნეოდა ზღვის დონიდან 501 მეტრზე მდებარე სერო-დე-ლას-ანიმასი. სწორედ ამ წელს, მეცნიერთა ჯგუფმა სერო-კათედრალის ზუსტი სიმაღლე დაადგინა და ის სერო-დე-ლას-ანიმასზე მაღალი აღმოჩნდა.