საუდის არაბეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
საუდის არაბეთი (არაბ. السعودية), ოფიციალურად საუდის არაბეთის სამეფო (არაბ. المملكة العربية السعودية, al-Mamlaka al-‘Arabiyya as-Su’ūdiyya) — ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური და ჩაკეტილი ქვეყანა.
ტერმინს „არაბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არაბეთი (მრავალმნიშვნელოვანი). |
საუდის არაბეთის სამეფო | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: არაბ. لا إله إلا الله، محمد رسول الله ლაა ილაჰე ილლა ლლაჰ უა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლ-ლაჰ „არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია“ |
||||||
ჰიმნი: არაბ. السلام الملكي „საუდის არაბეთის ჰიმნი“ The Royal Salute |
||||||
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ერ-რიადი 24°39′ ჩ. გ. 46°46′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | აბსოლუტური მონარქია | |||||
- | მეფე | სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 2 149 690 კმ2 (მე-13) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2013 შეფასებით | 29 994 272[1] (43-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 11 კაცი/კმ2 (205-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $927.762 მილიარდი[2] (19-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $31 309[2] (28-ე) | ||||
აგი (2013) | 0.782[3] (მაღალი) (57-ე) | |||||
ვალუტა | საუდის რიალი (SAR ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+03:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | SAU | |||||
Internet TLD | ||||||
სატელეფონო კოდი | +966 |
არაბეთის სამეფო 1932 წელს ჩამოაყალიბა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა. იბნ საუდმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გააერთიანა არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული დამოუკიდებელი რეგიონები: ჰიჯაზი, ნეჯდი, ელ-ჰასა და ასირი. ტერიტორიების გაერთიანებისთვის საუდი ომებს 1902 წლიდან აწარმოებდა. პირველი ქალაქი რომელიც მან დაიპყრო იყო საუდების საგვარეულო ქალაქი - ერ-რიადი. ახალშექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა ნეჯდის სულთანი — საუდი, აქედან წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელი. სახელმწიფოს მოწყობა არის აბსოლუტური მონარქია. საუდის არაბეთი არის მუსლიმანური სახელმწიფო ვაჰაბიზმის ძლიერი გავლენით.[4] აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი — წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსლიმური სიწმინდეები — მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს. საუდის არაბეთს ასევე ხანდახან უწოდებენ ორი წმინდა მეჩეთის მიწას (მასჯიდ ალ-ჰარამი და მასჯიდ ალ-ნაბავი).