სარა ჯესიკა პარკერი
From Wikipedia, the free encyclopedia
სარა ჯესიკა პარკერი (ინგლ. Sarah Jessica Parker; დ. 25 მარტი 1965, ნელსონვილი, ოჰაიო, აშშ) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი. უმუშავია ტელევიზიაში, კინოში და თეატრში. ყველაზე უკეთ ცნობილია მის მიერ განსახიერებული გაზეთის ავტორის — კერი ბრედშოუს როლისთვის, HBO-ს ტელესერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ (1998—2004), რომელმაც მას ოთხი ოქროს გლობუსის, ორი კინომსახიობთა გილდიის და ორი ემის ჯილდო მოუტანა. ამავე როლს პარკერი განასახიერებს სერიალის სრულმეტრაჟიან ვერსიაში, რომელიც აშშ-ს კინოთეატრებში 2008 წლის 30 მაისს გამოვიდა.