სანდრა დეი ო’კონორი
From Wikipedia, the free encyclopedia
სანდრა დეი ო’კონორი (დ. 26 მარტი, 1930; ინგლ. Sandra Day O'Connor – გ. 1 დეკემბერი, 2023)[1] — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე. დანიშნა 1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, თანამდებობა დატოვა 2006 წელს. იყო უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი მოსამართლე.[2]
სანდრა დეი ო’კონორი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 მარტი, 1930 ელ პასო, ტეხასი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 1 დეკემბერი, 2023 (93 წლის) |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | იურისტი, მოსამართლე |
უზენაეს სასამართლოში დანიშვნამდე ო’კონორი იყო მოსამართლე და ოფიციალური პირი არიზონას შტატში, იყო არიზონას შტატის სენატის უმრავლესობის პირველი ქალი ლიდერი.[3] სასამართლოში მის დანიშვნას აშშ-ის სენატმა ერთპიროვნულად დაუჭირა მხარი. 2005 წლის 1 ივლისს განაცხადა, რომ გადადგებოდა, როგორც კი მის მემკვიდრეს დანიშავდნენ.[4] 2005 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ჯორჯ უოკერ ბუშმა მისი მემკვიდრეობის კანდიდატად სამუელ ალიტო წარადგინა, რომელიც მოსამართლე 2006 წლის 31 იანვარს გახდა.
ო’კონორი ზომიერი რესპუბლიკელი იყო და ყოველ საქმეს ფრთხილად უდგებოდა, რათა განმაცვიფრებელი პრეცედენტები არ შეექმნა. ძირითადად მხარს უჭერდა სასამართლოს კონსერვატიულ ბლოკს და იყო გადამწყვეტი ხმა ბევრ საქმეში.
სასამართლოში ყოფნისას, ზოგიერთი გამოცემა მას მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რიგში აყენებდა.[5][6] 2009 წლის 12 აგვისტოს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიანიჭა.