სამანტა სმითი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამანტა რიდ სმითი (ინგლ. Samantha Reed Smith; დ. 29 ივნისი, 1972 — გ. 25 აგვისტო, 1985) — ამერიკელი სკოლის მოსწავლე, კეთილი ნების ელჩი, მან ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირის ახლადარჩეულ ლიდერს, იური ანდროპოვს მისწერა წერილი, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში“, რამდენიმე კვირაში კი სამანტამ თავისი ადრესატისგან პერსონალურად მიიღო პასუხი და ასევე მიპატიჟება. ამ არაორდინალურ შემთხვევას აქტიურად გამოეხმაურა მრავალი საინფორმაციო საშუალება, რის შედეგადაც 13 წლის ამერიკელმა გოგონამ არნახული პოპულარობა მოიპოვა.