რომაულ-სპარსული ომები
From Wikipedia, the free encyclopedia
რომაულ-სპარსული ომები, ასეავე რომაულ-ირანული ომები — კონფლიქტი ბერძნულ-რომაული სამყაროსა და ორ მემკვიდრე ირანულ იმპერიებს — პართია და სასანიანებს — შორის. სამხედრო დაპირისპირებები პართიის იმპერიასა და რომის რესპუბლიკას შორის ძვ.წ. 54 წელს დაიწყო; დაპირისპირება გვიანი რესპუბლიკის დროს დაიწყო და რომის (შემდეგ ბიზანტიის) და სასანიდების იმპერიაც მოიცვა. მასში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ვასალური სამეფოები და მოკავშირე მომთაბარე ტომები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ბუფერული სახელმწიფოებისა და პროქსის სახით. ომი მუსლიმ არაბთა დაპყრობების შედეგად დასრულდა, რამაც სასანიდთა იმპერიის დაცემა და ბიზანტიის იმპერიისთვის უზარმაზარი ტერიტორიული დანაკარგები გამოიწვია.
რომაულ-სპარსული ომები | |||
---|---|---|---|
თარიღი | ძვ. წ. 54 – ახ. წ. 628 (681 წელი) | ||
მდებარეობა | მესოპოტამია, სირია, ლევანტი, ეგვიპტე, სამხრეთ კავკასია, ატროპატენა, მცირე აზია, ბალკანეთი, ეგეოსის ზღვა | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
რომაულ-სპარსული ომები ვიკისაწყობში |
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დაპირისპირებები რომაელებსა და სპარსელებს შორის შვიდი საუკუნე გრძელდებოდა, სასაზღვრო ზოლი, გარდა ცვლილებებისა ჩრდილოეთის მიმართულებით, ძირითადად სტაბილური იყო. არცერთ მხარეს არ გააჩნდა ლოჯისტიკური უპირატესობა და არც საკმარისი ცოცხალი ძალა, რათა მათ საზღვრებს გარეთ ხანგრძლივი სამხედრო კამპანიები ეწარმოებინა, ასე რომ არცერთი მხარე არ რისკავდა ისეთი სახით წინსვლებს, რასაც შეიძლება მათი ფრონტის ხაზი ძალიან დაევიწროვებინა. ორივე მხარე საზღვრებს გარეთ დაპყრობებს აწარმოებდა, მაგრამ ძალთა ბალანსი თითქმის ყოველთვის აღდგებოდა. თავდაპირველად განსხვავებული სამხედრო ტაქტიკის მქონე არმიები, თანდათან, VI საუკუნის ნახევრიდან ძალიან ემსგავსება ერთმანეთს.
რომალ-სპარსული ომების შედეგად გამოწვეული რესურსთა დანახარჯები ორივე იმპერიისთვის კატასტროფულად აისახა. ხანგრძლივმა და გაწელილმა ომებმა VI და VII საუკუნეებში ისინი გამოფიტული და დაუცველი დატოვა საგარეო საფრთხეებისგან, როგორიც აღმოჩნდა ახლად წარმოქნილი სახალიფო, რომელმაც სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, როგორც კი რომაულ-სპარსული ომები დასრულდა, თავს დაესხა ორივე იმპერიას. ისარგებლეს რა ორივე მხარის დასუსტებით, მუსლიმ არაბთა ლაშქარმა მალევე სრულად დაიპყრო სასანიდების იმპერია და აღმოსავლეთ რომის იმპერიას ჩამოაჭრა: ლევანტი, კავკასია, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკა. მომდევნო წლებში აღმოსავლეთ რომის იმპერიის უდიდესი ნაწილი მუსლიმთა ბატონობის ქვეშ მოექცა.