რალი (ქალაქი)
From Wikipedia, the free encyclopedia
რალი (ინგლ. Raleigh /ˈrɑːli/)[5] — ქალაქი აშშ-ში. ჩრდილოეთ კაროლინის შტატის დედაქალაქი და სიდიდით მეორე ქალაქი შარლოტის შემდეგ. რალი ცნობილია, როგორც „მუხების ქალაქი“ მუხის ხეების სიმრავლის გამო, რომლებიც ქალაქის ცენტალურ ქუჩებზეა დარგული.[6] 2011 წლის აღწერით რალიში ცხოვრობდა 416 468 ადამიანი (370 კმ2-ზე) და ამ მონაცემით მას აშშ-ს ქალაქებს შორის 42-ე ადგილი ეკავა. ის ასევე ითვლება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად.[3][7][8] ქალაქს სახელი ეწოდა სერ უოლტერ რალის პატივსაცემად, რომელმაც როანაკის კუნძულზე დააარსა როანაკის კოლონია (დღევანდელი დეირის ოლქი).
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
რალი Raleigh | |||||
| |||||
ქვეყანა | აშშ | ||||
შტატი | ჩრდილოეთი კაროლინაჩრდილოეთი კაროლინა | ||||
კოორდინატები | 35°49′08″ ჩ. გ. 78°38′42″ დ. გ. | ||||
ქალაქის მერი | Mary-Ann Baldwin[1] | ||||
დაარსდა | 1770[2] | ||||
ფართობი | 375 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 96 მ | ||||
მოსახლეობა | 423 179 კაცი (2012[3][4]) | ||||
სიმჭიდროვე | 1 097.17 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 1 998 808 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||||
სატელეფონო კოდი | 919, 984 | ||||
საფოსტო ინდექსი | 27601 | ||||
ოფიციალური საიტი | raleighnc.gov | ||||
მეტსახელი | „მუხების ქალაქი“. | ||||
რალი, დარემი და ჩაპელ-ჰილი არაინ „კვლევის სამკუთხედის“ მეტროპოლიური რეგიონის მთავარი ქალაქები. რეგიონის მეტსახელი „სამკუთხედი“ მომდინარეობს 1959 წელს დარემში შექმნილი Research Triangle Park-დან (კვლევების სამკუთხედი პარკი), რომელიც დაახლოებით რალისა და ჩაპელ-ჰილს შორის მდებარეობს. ასევე, ჩრდილოეთ კაროლინის სამი მთავარი კვლევითი უნივერსიტეტი: ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტი, დიუკის უნივერსიტეტი და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტი ჩაპელ-ჰილში სწორედ ამ რეგიონში მდებარეობს. 2012 წლის აღწერით რალი–დარემი–ჩაპელ-ჰილის რეგიონის მოსახლეობა 1 998 808 ადამიანს შეადგენდა.[9] ხოლო რალის მეტროპოლიური არეალის მოსახლეობა იყო 1 188 564 ადამიანი.