პორტ-არტურის ბრძოლა (იაპონ. 旅順口海戦, ჰეპბერნი: Ryojunkō Kaisen)[1] 1904 წლის 8–9 თებერვალს საფუძველი დაუდო რუსეთ-იაპონიის ომის დაწყებას. ის დაიწყო იაპონური გამანადგურებლების ესკადრილიის მოულოდნელი ღამის შეტევით ნეიტრალურ რუსულ ფლოტზე, რომელიც მიმაგრებული იყო პორტ-არტურში, მანჯურიაში და მეორე დილით გაგრძელდა შეტაკებით. შემდგომი შეტაკება პორტ-არტურის მახლობლად გაგრძელდა 1904 წლის მაისამდე. შეტევა უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ომმა იაპონიის გადამწყვეტი გამარჯვება გამოიწვია.
სწრაფი ფაქტები პორტ არტურის ბრძოლა (საზღვაო), თარიღი ...