პიონერ 10
ამერიკული კოსმოსური ზონდი, რომლის მთავარ ამოცანასაც იუპიტერისა და ჰელიოსფეროს შესწავლა წარმო / From Wikipedia, the free encyclopedia
პიონერ 10 (ინგლ. Pioneer 10) — ამერიკული კოსმოსური ზონდი, რომლის მთავარ ამოცანასაც იუპიტერისა და ჰელიოსფეროს შესწავლა წარმოადგენდა. იგი პირველი კოსმოსური აპარატია, რომელმაც იუპიტერს ჩაუფრინა და მისთვის ფოტოების გადაღება შეძლო. გარდა ამისა, პიონერ 10 გახდა პირველი ზონდი, რომელმაც საკმარისი სიჩქარის განვითარება და მზის მიზიდულობის დაძლევა მოახერხა.[1]
სწრაფი ფაქტები მისიის ტიპი, ოპერატორი ...
პიონერ 10 | |
---|---|
მისიის ტიპი | პლანეტშორისი |
ოპერატორი | ნასა |
NSSDC ID | 1972-012A |
SCN | 5860 |
მისიის ხანგრძლივობა | 30 წელი, 10 თვე, |
განვლილი მანძილი | 18 მილიარდი კმ |
ორბიტები | იუპიტერი, 1973 წლის 3 დეკემბერი (132 ათასი კმ) |
მდებარეობა | ვარსკვლავთშორისი სივრცე |
სტატუსი | არააქტიური |
ტექნიკური მახასიათებლები | |
დატვირთულის მასა | 258 კგ |
მწარმოებელი | Jet Propulsion Laboratory |
სიმძლავრე | 155 ვატი |
კვების წყაროები | რადიოიზოტოპური თერმოელექტრო გენერატორი |
მისიის დაწყება | |
გაშვების თარიღი | 2 მარტი, 1972 |
გაშვების ადგილი | კენედის კოსმოსური ცენტრი, აშშ |
რაკეტა-მატარებელი | Atlas SLV-3C Centaur-D |
მისიის დასრულება | |
ბოლო კონტაქტი | 23 იანვარი, 2003 |
დახურვა
2019 წლის მონაცემებით, პიონერ 10 დაახლოებით 18 მილიარდი კილომეტრის მანძილზეა. „ვოიაჯერ 2“ მას 2023 წლისთვის გაასწრებს.[2]
აპარატთან ბოლო კომუნიკაცია 2003 წლის 23 იანვარს შედგა. იმ მომენტისათვის ზონდი დედამიწიდან დაახლოებით 12 მილიარდი კილომეტრით იყო დაშორებული.[3]