პედრო დე მენდოსა
From Wikipedia, the free encyclopedia
პედრო დე მენდოსა (ესპ. Pedro de Mendoza; დ. 1487, გუადისი, გრანადა — გ. 1537, ატლანტის ოკეანე) — ესპანელი კონკისტადორი.
მენდოსა ალმერიაში მცხოვრები მდიდარი ოჯახის შთამომავალი იყო. იგი იბრძოდა იტალიაში და მსახურობდა კარლ V ჰაბსბურგის სამეფო კარზე, საიდანაც მოაწყო 11 ხომალდისაგან შემდგარი კარგად აღჭურვილი ექსპედიცია სამხრეთ ამერიკაში. 1534 წელს დაინიშნა ესპანეთის კოლონიის ახალი ანდალუსიის პირველ გუბერნატორად.
1536 წელს დააარსა ბუენოს-აირესი. ადგილობრივი მოსახლეობის ხშირი ტავდასხმების გამო იძულებული გახდა დაეტოვებინა ბუენოს-აირესი და ესპანეთში დაბრუნებულიყო. მაგრამ დაიღუპა გზაში.