პანგკალ-პინანგი
From Wikipedia, the free encyclopedia
პანგკალ-პინანგი ― ბანკა-ბელიტუნგის კუნძულების პროვინციის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეოობს კუნძულ ბანგკის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ქალაქი შვიდ რაიონად (kecematan) და 42 ვარდად (kelurahan) იყოფა.
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
პანგკალ-პინანგი | |||||
| |||||
ქვეყანა | ინდონეზია | ||||
შიდა დაყოფა | Bukit Intan[1] , Taman Sari[1] , Pangkal Balam[1] , Rangkui[1] , Gabek[1] , Girimaya[1] და Gerunggang[1] | ||||
კოორდინატები | 2°06′00″ ს. გ. 106°06′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 17 სექტემბერი, 1757 | ||||
ფართობი | 118.408 კმ² | ||||
მოსახლეობა | 218 569 (2020) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.pangkalpinang.go.id/ | ||||
| |||||
ქალაქის ფართობი 89.4 კმ²-ია. 2020 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობა 216 893 ადამიანს შეადგენს.[2] მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კმ²-ზე 2 426 ადამიანს უდრის. 2022 წლისთვის ქალაქის მერი მაულან აქლილია. პანგკალ-პინანგს მდინარე ტანგკუი ორ ნაწილად ყოფს. ქალაქის გეოგრაფიული ცენტრი ჯალან-მერდექაა.
ქალაქის მოსახლეობა მეტწილად ეთნიკური მალაიელებისა და ჩინელებისგან შედგება, რომლებიც აქ გუანჯოუდან გადმოსახლდნენ.[3] ქალაქში სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც ცხოვრობენ, მათ შორის: ბატაკები, იაველები, ბუგისები და მინანგკაბაუები.[4] ქალაქის ღირსშესანიშნაობებს შორისაა ტიმაჰის მუზეუმი, ჩინური ტაძარი, წმინდა იოსების საკათედრო ტაძარი, ბანგკის ბოტანიკური ბაღი და პასირ-პადის პლაჟი.