ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ოქსფორდის ინგლისური ლექსიკონი, ან ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი (ინგლ. The Oxford English Dictionary, შემოკლ, აგრეთვე OED [ოუ-ი-დი]) — ვრცელი ლექსიკონი ინგლისური ენისა, რომელიც გასული საუკუნის მთელს ინგლისურ ლექსიკასა და ენის განვითარებას მოიცავს.
ოქსფორდისეული ინგლისური ენის ლექსიკონი მოიცავს როგორც ეტიმოლოგიას, სიტყვების სხვადასხვა მნიშვნელობებს, იმოწმებს სიტყვის გამოყენებას კონტექსტუალური მაგალითების მოშველიებით, ამავდროულად ფარავს სიტყვახმარების დროითსა და სემანტიკურ სივრცეს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექსიკონს გამოსცემს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა (Oxford University Press (OUP)), რომელიც არის ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო გამომცემლობა დღევანდელ მსოფლიოში.
ლექსიკონი შეიცავს დაახლ. 600 000 საძებნ სიტყვას გამოყენების მაგალითებით შესაბამის ციტატებში. აღსანიშნავია, რომ სიტყვის ილუსტრაციათა რაოდენობა დაახლ. 2,5 მილიონი ციტატია. ამ ლექსიკონში, როგორც არცერთ სხვა ლექსიკონში, რომელსაც ინგლისური ენის აღწერა დაუსახავს ამოცანად, შეძლებისდაგვარად აღნუსხულია ლემების ყველა ცნობილი გამოყენება და ვარიანტი, რომლებიც მოხსენიებულია ინგლისური ენაზე შექმნილ ყველაზე ადრეულ ძეგლებსა თუ თანამედროვე ინგლისური ენის ტექსტებში.
ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი წვდომადია ონ-ლაინ რეჟიმშიც.