ობობები
From Wikipedia, the free encyclopedia
ობობები (Araneae) — ფეხსახსრიან ცხოველთა რიგი ობობასნაირთა კლასისა, ფეხსახსრიანების ტიპისა. კაცობრიობისთვის ცნობილია ობობების 42 000 ნაირსახეობა. ისინი ერთმანეთისგან სიდიდით, ფორმით და თვისებებებით განსხვავდებიან, მაგრამ აქვთ ერთნაირი სხეულის აგებულება. ობობის სხეული ორი ნაწილისაგან შედგება. სხეულის წინა მხარე თავ-მკერდი (cephalothorax, პროსომა), რომელიც აერთიანებს ობობას თავისა და მკერდის ნაწილებს. ყოველ ობობას აქვს რვა კიდური, რომელიც შეერთებულია თავ-მკერდთან. სხეულის უკანა მხარეს შეადგენს მუცელი (ოპისტოსომა), რომელიც მოიცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას, სასქესო ორგანოებსა და აბლაბუდის სართავ ორგანოებს.
სწრაფი ფაქტები ობობა, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ობობა | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Araneae | ||||||||||||
მრავალსახეობა | ||||||||||||
111 ოჯახი, 40,000 სახეობა | ||||||||||||
|
დახურვა