ნიუ-იორკ ნიქსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიუ-იორკ ნიქერბოკერსი (ინგლ. New York Knickerbockers), მიღებული და ცნობილი, როგორც ნიქსი (ინგლ. Knicks) — კალათბურთის პროფესიონალური გუნდი, რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკ სიტიში. გუნდი არის ატლანტიკური დივიზიონის და აღმოსავლეთ კონფერენციის წევრი NBA-ში. დაარსებული იქნა 1946 წელს ამერიკის კალათბურთის ასოციაციის (Basketball Association of America) წევრის მიერ, რომელიც შემდგომ ნბა შეუერთდა.
ნიუ-იორკ ნიქსი New York Knicks | |||
---|---|---|---|
ნიუ-იორკ ნიქსის სეზონი 2012–13 | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | ატლანტიკის | ||
დაარსდა | 1946 | ||
ისტორია | ნიუ-იორკ ნიქსი (1946–დღემდე) | ||
არენა | მედისონ სკვერ გარდენი | ||
ქალაქი | მანჰეტენი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი | ||
გუნდის ფერები | ლურჯი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, თეთრი, შავი | ||
მფლობელ(ებ)ი | ჯეიმზ დოლანი/Madison Square Garden, Inc. | ||
გენერალური მენეჯერი | გლენ გრუნვალდი [1] | ||
მთავარი მწვრთნელი | მაიკ ვუდსონი [1] | ||
D-ლიგის კლუბი | ერი ბეიჰოუქსი | ||
ჩემპიონები | 2 (1970, 1973) | ||
კონფერენციის ტიტულები | 8 (1951, 1952, 1953, 1970, 1972, 1973, 1994, 1999) | ||
დივიზიონის ტიტულები | 4 (1971, 1989, 1993, 1994) | ||
გაუქმებული ნომრები | 9 (10, 12, 15, 15, 19, 22, 24, 33, 613) | ||
ოფიციალური საიტი | knicks.com | ||
|
ნიქსი არის იმ ორი გუნდიდან ერთ-ერთი ნბა-ში, რომლის ადგილმდებარეობა დაარსებიდან მოყოლებული არ შეცვლილა. (მეორე გუნდი ბოსტონ სელტიკია).
ნიქსი იყო წარმატებული გუნდი ადრეულ წლებში, დაწყებული 1950 წლიდან, სადაც მათ 3 ფინალი ითამაშეს მაგრამ სამივეში დამარცხდნენ. ნიქსის წარმატებაში ასევე უნდა აღინიშნოს რედ ჰოულცმენის სახელი, რომელიც გუნდს გუნდს 60იანების ბოლოში ჩაუდგა სათავეში და გუნდს დაეხმარა დომინირებაში იმ დროს. საბოლოოდ კი მან შეძლო გუნდისთვის ორი ჩემპიონის ტიტული მოეპოვებინა 1970 და 1973 წლებში.
ხოლო ბოლო ათ წლეულში მხოლოდ ორჯერ შეძლო გასვლა ფლეი-ოფში. ეს უკანასკნელი კი 2011-2012 წლის სეზონში მოახერხა, როდესაც პირველივე რაუნდში მაიამი ჰიტის მიერ იქნა დამარცხებული 5 სერიან თამაშებში ანგარიშით 4-1, მიუხედავად გუნდში სუპერ ვარსკვლავ ამარე სტაუდმაიერის და კარმელო ენტონის ყოფნისა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გუნდს წინა ფლეი-ოფში 13 თამაშიანი წაგება ჰქონდა ზედიზედ და ზუსტად მაიამი ჰიტის წინააღმდეგ შეწყდა ეს დიდი წაგებების სერია.