ნიკ მეისონი
ინგლისელი დრამერი, პინკ-ფლოიდის თანადამფუძნებელი / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლას (ნიკ) ბერკლი მეისონი (ინგლ. Nicholas Berkeley Nick Mason; დ. 27 იანვარი, 1944, ბირმინგემი, ინგლისი) — ინგლისელი მუსიკოსი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის დრამერი. ნიკი ჯგუფის ერთადერთი წევრია, რომელმაც დაუკრა ყველა ალბომზე და ყველა კონცერტზე. ცნობილია, რომ 2010 წლისთვის ჯგუფს მსოფლიო გაყიდული ჰქონდა 250 მილიონ ალბომამდე[1][2], აქედან 75 მილიონი - აშშ-ში. მიუხედავად იმისა, რომ თავად პინკ ფლოიდის რამდენიმე კომპოზიციის ავტორია, იგი აგრეთვე არის სხვა მასალის თანაავტორი - მაგალითად, სიმღერების „Echoes“ და „Time“.
ნიკ მეისონი | |
---|---|
ნიკ მეისონი 2018 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ნიკოლას ბერკლი მეისონი |
დაბ. თარიღი | 27 იანვარი, 1944 (1944-01-27) (80 წლის) |
დაბ. ადგილი | ეჯბასტონი, ბირმინგემი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | პროგრესული როკი |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
აქტიური | 1964–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | |
ნიკ მეისონი ვიკისაწყობში |
ნიკი აგრეთვე მონაწილეობს სპორტულ ავტორბოლებში, როგორიც არის ლე-მანის 24 საათი.[3]
2012 წლის 26 ნოემბერს მეისონმა არქიტექტურის და შენობების სკოლის სპეციალურ ცერემონიაზე მიიღო დოქტორის საპატიო წოდება უესტმინსტერის უნივერსიტეტისგან, თავისი არქიტექტურული განათლებისთვის.[4]