ნიკარაგუის დემოგრაფია
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიოს ფაქტების წიგნის მიხედვით ნიკარაგუის მოსახლეობა არის 5,675,356. ნიკარაგუის მოსახლეობის უმეტესობა არიან თეთრკანიანები და მეტისები. ზუსტად 69% არის მეტისი და 17% თეთრკანიანები. თეთრკანიანები და მეტისები განფენილი არიან ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიაზე და ერთად აღებული ნიკარაგუის მოსახლეობის 86%-ს შეადგენენ, 4,8 მილიონს.
ნიკარაგუის დემოგრაფია | |
---|---|
მანაგუა, დედაქალაქი და უდიდესი საქალაქო დასახლება ნიკარაგუაში | |
მოსახლეობა | 5,675,356 (2007) |
მამაკაცები | 2,839,168 |
ქალები | 2,836,188 |
მოსახლეობის ზრდა | 1.855% |
შობადობა | 24.12/1,000 |
სიკვდილიანობა | 4.42/1,000 |
ახალშობილთა სიკვდილიანობა |
27.14/1,000 |
სიცოცხლის ხანგრძლივობა |
70.92 წელი |
ეროვნება | ნიკარაგუელები |
წყარო | INEC |
შავკანიანები და აფრო-ნიკარაგუელები ნიკარაგუის მოსახლეობის 9%- შეადგენენ. მათი განსახლების არეალი ქვეყნის მეჩხრად დასახლებული აღმოსავლეთ რეგიონია-კარიბის ზღვისპირეთი. შავკანიანების უმეტესობა ვესტ-ინდიური წარმოშობისაა და მათი წინაპრები იყვნენ იამაიკიდან მონებად ჩამოყვანილები, ბრიტანეთის პროტექტორატის დროს. ნიკარაგუას ჰყავს ყველაზე დიდი რაოდენობის აფრო-ლათინოსები მთელს ცენტრალურ ამერიკაში. ზემოთცამოთვლილ ეთნიკურ ჯგუფებს შორის ასევე ცხოვრობენ გარიფუნას ხალხი, რომელთაც აქვთ კარიბული, ანგოლური, კონგოური და ავარაკული წარმომავლობა. დარჩენილი 5% არიან ამერინდიელები-ნიკარაგუის ენდოგენური მოსახლეობის წმინდა სისხლის შთამომავლები. ნიკარაგუის კოლუმბიმდელი მოსახლეობის შთამომავლები ნიკარაგუის ტერიტორიაზე აერთიანებენ არაერთ ეთნოსს. დასავლეთ რეგიონში სახლობს ნიკარაოს ხალხი, რომლების კულტურულად ძალზედ ახლოს იყვნენ მაიას ტომებთან და რომელთა მიხედვითაც დაერქვა ნიკარაგუას დღევანდელი სახელი. ნიკარაგუის კარიბის ზღვის სანაპირო დასახლებული იყო ჩიბჩას ტომებით, რომლების ამ ტერიტორიწებზე გადმოსახლდნენ სამხრეთ ამერიკიდან, დღევანდელი კოლუმბიიდან და ვენესუელიდან. ეს ჯგუფი აერთიანებს შემდეგ ხალხებს: რამა, მოსკიტო, სუმო.
ნიკარაგუის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი არის მანაგუა 1.2 მილიონიანი მოსახლეობით (2005). 2004 წლის მონაცემებით 4,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში 2,7.
ნიკარაგუაში სააღრიცხვო სააგენტო არის ნიკარაგუის სტატისტიკისა და აღწერის ეროვნული ინსტიტუტი. მან თავისი პირველი აღრიცხვა ჩაატარა 1906 წელს ბოლო კი 2005 წელს.