ნატალი ვუდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნატალი ვუდი (ინგლ. Natalie Wood, დაბადებული როგორც ნატალია ნიკოლაევნა ზახარენკო; დ. 20 ივლისი, 1938, სან-ფრანცისკო, კალიფორნია — გ. 29 ნოემბერი, 1981, სანტა კატალინას კუნძული, კალიფორნია) — სამგზის ოსკარის ნომინანტი ამერიკელი მსახიობი. ის ხუთი წლიდან ეკრანზე ჩანდა, მიიღო მონაწილეობა ბევრ წარმატებულ ჰოლივუდურ ფილმში და განსხვავებით ბევრი ბავშვი მსახიობისა, მან მოიპოვა სრულფასოვანი, არაბავშვური როლები, განსაკუთრებით კი შესამჩნევია: „უმიზეზოდ ამბოხებული“ (1955), სადაც მას პარტნიორობას უწევს კინოს ლეგენდა ჯეიმზ დინი. ასევე აღსანიშნავია „ვესტ საიდური ისტორია“ (1961). 25 წლის ასაკისათვის ის უკვე სამგზის ოსკარის ნომინანტი იყო ფილმებისათვის: „უმიზეზოდ ამბოხებული“, „ბრწყინვალება ბალახში“ და „სიყვარული შესაფერის უცნობთან“.
ნატალი ვუდი | |
---|---|
დაბადების სახელი | ნატალია ნიკოლაევნა ზახარენკო |
დაბადების თარიღი |
20 ივლისი, 1938 სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
29 ნოემბერი, 1981 სანტა კატალინას კუნძული, კალიფორნია |
სხვა სახელები | ნატაშა გურდინი |
აქტიური | 1941 - 1981 |
მეუღლე(ები) |
რობერტ ვაგნერი (1957-1962) |