ნასერალი
ქედი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში და თბილისში / From Wikipedia, the free encyclopedia
ნასერალი, ნასერალის ქედი — დაბალი განედური ქედი აღმოსავლეთ საქართველოში, ქალაქ თბილისის ჩრდილო ნაწილში და მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთში. წარმოადგენს მდინარეების გლდანისხევისა და ხევძმარის წყალგამყოფს. იწყება სოფელ გლდანიდან, მიემართება აღმოსავლეთით. სიგრძე 4 კილომეტრი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 909 მ. აგებულია ზედაეოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი კალთა შემოსილია მეორეული ფოთლვანი ტყე-ბუჩქნარით, სამხრეთი — ჯაგ-რცხილნარით, ზოგან ჯაგეკლიანი სტეპიცაა.
სწრაფი ფაქტები ნასერალი ...
ნასერალი | |
---|---|
ნასერალის ქედის ხედი ხოდაბუნების დასახლებიდან | |
კოორდინატები: 41°49′20″ ჩ. გ. 44°51′41″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | თბილისი მცხეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 909 მ |
სიგრძე | 4 კმ |
ამგებელი ქანები | თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
დახურვა