ნასაუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ნასაუ — ბაჰამის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, ქვეყნის კომერციული, კულტურული და ეკონომიკური ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 248 948 ადამიანს, რაც მთლიანი ბაჰამის კუნძულების მოსახლეობის 70 %-ია. ქალაქის ცენტრიდან 16 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს ლინდელ-პინდლინგის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უდიდესია მთლიან ბაჰამაში. აეროპორტიდან ხორციელდება საერთაშორისო რეისები აშშ-ის ძირითადი ქალაქების, გაერთიანებულ სამეფოსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებით. დედაქალაქი მდებარეობს კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე, რომელიც ფინანსურ რაიონს წარმოადგენს. ნასაუში მდებარეობს ქვეყნის ასამბლეა და სასამართლო დეპარტამენტები. ისტორიულად, ქალაქი მეკობრეების მთავარ საყრდენად მიიჩნეოდა.[1]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნასაუ (მრავალმნიშვნელოვანი). |
დედაქალაქი | |||
---|---|---|---|
ნასაუ Nassau | |||
სასტუმრო ატლანტისი | |||
| |||
ქვეყანა | ბაჰამის კუნძულები | ||
კოორდინატები | 25°04′00″ ჩ. გ. 77°20′00″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1695 | ||
ფართობი | 207 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 10 მ | ||
კლიმატის ტიპი | ტროპიკული | ||
მოსახლეობა | 248 948 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 1200 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-5, ზაფხულში UTC-4 | ||
სატელეფონო კოდი | 242 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.nassauparadiseisland.com/ | ||
ნასაუ დააარსეს ესპანელებმა 1695 წელს. ქალაქზე უდიდესი გავლენა მოახდინა ნიდერლანდელებისა და ფრანგების მცირეხნიანმა მმართველობამ. 1776 წელს ნასაუსთან გაიმართა ბრძოლა აშშ-ის ცამეტ კოლონიასა და ბრიტანეთის იმპერიას შორის, ეს ბრძოლა აშშ-ის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის რიგითი ნაწილია.
ნასაუს ზრდა-განვითარება XVIII საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ამერიკის რევოლუციური ომის შემდეგ ბაჰამებს მოაწყდა ათასობით ამერიკელი ლოიალისტი და აფრიკელი მონა. მრავალი მათგანი ნასაუში დასახლდა და ბოლოს მათ რაოდენობით ადგილობრივებსაც კი გადააჭარბეს.
ნასაუს მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება დასახლების არეალიც. დღეისათვის, ქალაქი ყველაზე დასახლებულია მთლიან კუნძულზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ნასაუს გარეუბნები სულ მცირედ იყო დასახლებული.
ბაჰამის დედაქალაქი მოქცეულია ტროპიკულ კლიმატურ სარტელში. ნასაუ საზღვაო გზებით უკავშირდება მაიამის, კუბასა და კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნებს. ქალაქში ყოველწლიური ნალექების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და 56,9 მმ-ს შეადგენს.