მუსლიმთა საძმო
From Wikipedia, the free encyclopedia
მუსილიმი ძმების საზოგადოება (არაბ. جماعة الإخوان المسلمين); შემოკლებით - მუსლიმთა-საძმო (الإخوان المسلمون) — ტრადიციული სუნიტური ისლამური ორგანიზაცია, რომელიც დაარსებულია 1928 წელს ეგვიპტეში ისლამმცოდნის და სკოლის მასწავლებლის ჰასან ალ-ბანის მიერ.[1][2][3][4] ორგანიზაციამ არაბულ სამყაროში მხარდამჭერები მოიპოვა და გავლენა მოახდინა სხვა ისეთ ისლამურ დაჯგუფებებზე როგორიცაა ჰამასი.[5] ის ასევე მიჩნეულია ტერორისტული ორგანიზაციების მხარდამჭერად და შეყვანილია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შემდეგი ქვეყნების მიერ: ბაჰრეინი,[6][7] ეგვიპტე, რუსეთი, სირია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.[8][9][10][11]
მუსლიმთა-საძმო | |
---|---|
არაბ. جماعة الإخوان المسلمين | |
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | მუჰამედ ბადი |
თავმჯდომარე | გეჰად ელ-ჰადადი |
ისტორია | |
დაფუძნდა | 1928 |
პოზიციები | |
იდეოლოგია | პანისლამიზმი |
წარმომადგენლობითობა | |
ერაყის წარმომადგენელთა საბჭო |
4 / 325 |
სუდანის ეროვნული კრება |
323 / 354 |
პალესტინის საკანონმდებლო საბჭო |
74 / 132 |
შტაბ-ბინა | კაირო, ეგვიპტე |
www.ikhwanonline.com www.ikhwanweb.com |
მუსილიმი ძმების საზოგადოება თავის თავს მშვიდობიან, დემოკრატიულ ორგანიზაციად მიიჩნევს[12][13] და მისი ლიდერი გმობს ძალადობას და ძალადობრივ აქტებს.[14]