მოგზაურობა დასავლეთში
From Wikipedia, the free encyclopedia
მოგზაურობა დასავლეთში - XVI საუკუნის ჩინური რომანი, გამოცემული მინგის დინასტიის დროს. ითვლება ოთხი უდიდესი კლასიკური ჩინური ნოველისგან ერთ-ერთად. ავტორად მიჩნეულია ვუ ჩენიენი. თხზულება წარმოადგენს ტანგის დინასტიის ბუდისტი ბერის სუნზანის ლეგენდარული პილიგრიმური მოგზაურობის გავრცობილ აღწერას. სუნზანმა იმოგზაურა "დასავლეთის რეგიონებში", ანუ შუა აზიასა და ინდოეთის სუბკონტინენტზე, ბუდისტური წმინდა ტექსტების (სუტრების) მოსაპოვებლად, მრავალი განსაცდელის შემდეგ ჩინეთში დაბრუნდა და თვითონ აღწერა მოგზაურობა "ტანგის დასავლეთის რეგიონების დიდ აღწერაში". "მოგზაურობა დასავლეთში" მისი მოტივებით შექმნილი მხატვრული მაწარმოებია, რომელშიც ბერის მგზავრობის ძირითად სიუჟეტს ემატება ელემენტები ხალხური თქმულებებიდან და ავტორის წარმოსახვიდან, მაგ. "მოგზაურობა დასავლეთში" გაუტამა ბუდამ ეს დავალება ბერს თავად მისცა და დაახმარა სამი დამცველი, რომლებისთვისაც ეს ცოდვების გამოსყიდვა იქნება. ეს დამცველები არიან სუნ ვუკონი, ჟუ ბაჟიე და შა ვუჟინგი - ლეგენდარული პერსონაჟები და თხზულების ერთ-ერთი ძირითადი გმირები.
"მოგზაურობა დასავლეთში"-ზე ძლიერი გვლენა იქონია ჩინურმა ხალხურმა რელიგიამ, ჩინურმა მითოლოგიამ, კონფუციანისტურმა, დაოსისტურმა და ბუდისტურმა ფილოსოფიამ, დაოსისტურმა უკვდავების პანთეონმა და ბუდისტურმა წმინდანებმა. რომანი ერთდროულად იუმორისტული სათავგადასავლო სატირა, სასულიერო თემების განხილვა და კეთილზნეობისკენ დიდი გზის გავლის ალეგორიაა, რომელიც დღესაც პოპულარულია ჩინეთში .