მიშა ბარტონი
From Wikipedia, the free encyclopedia
მიშა ბარტონი (ინგლ. Mischa Barton; დ. 24 იანვარი, 1986) — ბრიტანელ-ამერიკელი ფილმის, ტელევიზიის და სცენის მსახიობი. მან სამსახიობო კარიერა სცენაზე თამაშით დაიწყო და გამოჩნდა ტონი კუშნერის სპექტაკლში, სლავები გამოჩნდა!, ასევე მთავარი როლი მოირგო ჯეიმზ ლაპინის სპექტაკლში, თორმეტი სიზმარი, სპექტაკლი დაიდგა ნიუ იორკში, ლინკოლნის ცენტრში. მისი დებიუტი დიდ ეკრანზე შედგა 1996 წლის ამერიკული სერიალში, ყველა ჩემი შვილი (1996), ამ პერიოდში ბარტონი ახმოვანებდა Nickelodeon-ის საბავშვო ანიმაციური სერიალის, KaBlam-ის ერთ-ერთ პერსონაჟს. (1996–1997). მისი პირველი მთავარი კინოროლი იყო ფილმში, გაზონის ძაღლები (1997), სადაც დრამის მთავარი როლის შემსრულებელი იყო სემ როკველი. ის გამოჩნდა სხვა დიდ ისეთ ფილმებში, როგორიცაა რომანტიკული კომედია ნოთინგ ჰილი (1999) და ნაიტ შიამალანის ფსიქოლოგიური თრილერი მეექვსე გრძნობა (1999). მან ასევე ითამაშა დამოუკიდებელ კრიმინალურ დრამაში ლეკვები (1999).
მიშა ბარტონი | |
---|---|
ბარტონი 2017 წელს | |
დაბადების თარიღი |
24 იანვარი, 1986 (1986-01-24) (38 წლის) ჰამერსმითი (მრავალმნიშვნელოვანი), ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი, ამერიკელი |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1995-დღემდე |
მოგვიანებით, ბარტონი გამოჩნდა დამოუკიდებელ დრამაში დაკარგული და დელიროი. (2001) ივან რეიჩელ ვუდსის შეყვარებულის როლი მოირგო ABC-ს სერიალში, ერთხელ და კიდევ (2001–2002). მარიზა კუპერი განასახიერა Fox-ის სატელევიზიო სერიალში OC (2003–2006), რისთვისაც მან მიიღო ორი Teen Choice Awards, და ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ამის შემდეგ ბარტონი გამოჩნდა კომედიაში, წმინდა ტრინიანს (2007), ამ წელს ასევე ითამაშა დრამაში, ''ბეჭდის დახურვა'' (2007), რომლის რეჟისორი რიჩარდ ატენბოროა. 1 წლის შემდეგ გადაიღეს ფილმში, საშუალო სკოლის დირექტორის მკვლელობა (2008). ამის შემდეგ იგი დაუბრუნდა ტელევიზიაში საქმიანობას, ითამაშა ეშტონ კატჩერის მიერ წარმოებულ CW-ს სერიალში, ლამაზი ცხოვრება (2009). 2012 წელს ის დაუბრუნდა სცენას, და გამოჩნდა რამდენიმე ირლანდიურ სპექტაკლში. იგი მარტინ შინისთან ერთად გამოჩნდა ისტორიულ დრამაში, Bhopal: A Prayer for Rain (2014). მან მოიპოვა დადებითი კრიტიკული შეფასებები დამოუკიდებელ ფილმებში შესრულებული როლების გამო. Los Angeles Times-მა შეაქო მისი „გამორჩეული“ შესრულება ფილმში, Starcrossed (2014). ბარტონმა ასევე მონაწილეობა მიიღო MTV-ს სერიალში ბორცვები:ახალი საწყისები.