მელისა გილბერტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მელისა ელენ გილბერტი (ინგლ. Melissa Ellen Gilbert; დ. 8 მაისი, 1964) [1] [2] — ამერიკელი მსახიობი, სატელევიზიო რეჟისორი, პროდიუსერი, პოლიტიკოსი და კინომსახიობთა გილდიის ყოფილი პრეზიდენტი.
მელისა გილბერტი | |
---|---|
გილბერტი 2010 წელს | |
დაბადების სახელი | მელისა ელენ გილბერტი |
დაბადების თარიღი |
8 მაისი, 1964 (1964-05-08) (59 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, პოლიტიკოსი, რეჟისორი |
აქტიური | 1967-დღემდე |
მეუღლე(ები) |
ბო ბრინკმენი (იქ. 1988–92) ბრიუს ბოქსლეიტნერი (იქ. 1995–2011) ტიმოთი ბასფილდი (იქ. 2013) |
მშობლები |
მამა: პოლ გილბერტი დედა: ბარბარა კრეინი |
ნათესავები | ჯონათან გილბერტი (ძმა); სარა გილბერტი (და) |
საიტი | melissa-gilbert.com |
გილბერტმა სამსახიობო კარიერა ბავშვობაში, 1960-იანი წლების ბოლოს დაიწყო. გამოჩნდა მრავალ სარეკლამო რგოლში და სტუმრად მთავარი როლებით, სხვადასხვა სატელევიზიო შოუებში. 1974–1984 წლებში მან ითამაშა, ლორა ინგელს უილდერი, ჩარლზ ინგელსის მეორე უფროსი ქალიშვილი (ასრულებდა მაიკლ ლენდონი) NBC სერიალში პატარა სახლი პრერიარზე. პატარა სახლზე მუშაობის დროს, გილბერტი გამოჩნდა რამდენიმე პოპულარულ სატელევიზიო ფილმში, მათ შორისაა ანა ფრანკის დღიური და სასწაული მშრომელი .
მოზრდილობის პერიოდში მან სამსახიობო კარიერა ძირითადად სატელევიზიო ფილმებში მონაწილეობით განაგრძო. გილბერტმა ასევე გააგრძელა სტუმრების როლების თამაში ტელევიზიაში და გაახმოვანა ისეთი ანიმაციური სერიალი, როგორიცაა: ბეტმენი: ანიმაციური სერიალი, სადაც მან ბარბარა გორდონის როლი გაახმოვანა. 2009 წლიდან 2010 წლამდე გილბერტი მონაწილეობდა კაროლინა ინგელსის როლით მიუზიკლში, ''პატარა სახლი პრერიარზე''. 2012 წელს, იგი მონაწილეობდა ABC-ს სატელევიზიო შოუში, ''ცეკვავენ ვარკვლავები''.
2001 წლიდან 2005 წლამდე იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი. [3] 2009 წელს გამოქვეყნდა მისი ავტობიოგრაფია Prairie Tale: A Memoir. 2014 წელს მან დაწერა მოთხრობა ბავშვებისთვის, სახელწოდებით ''დეიზი და ჯოზეფინა''. [4]
2016 წელს გილბერტმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ს კონგრესზე, როგორც დემოკრატი. [5]