მატანოს ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
მატანოს ტბა (ინდონ. Danau Matano) — ტექტონიკური წარმოშობის ტბა ინდონეზიაში, კუნძულ სულავესზე, ზღვის დონიდან 382 მ სიმაღლეზე. ფართობი 164,1 კმ². უდიდესი სიღრმე 590 მ. ინდონეზიის უღრმესი ტბა. მრავალი სახეობის ენდემური ფლორისა და ფაუნის ადგილსამყოფელია. სიღრმეებში წყალი უჟანგბადოა, თავისუფალია სულფატებისაგან, თუმცა მდიდარია რკინით. ტბაში გვხვდება მწვანე გოგირდოვანი ბაქტერიების პოპულაციები.
სწრაფი ფაქტები მატანოს ტბა ...
მატანოს ტბა | |
---|---|
მატანოს ტბა | |
კოორდინატები: 2°29′07″ ს. გ. 121°20′00″ ა. გ. | |
მდებარეობა | ინდონეზია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 382 მ |
სიგრძე | 28 კმ |
სიგანე | 8 კმ |
ფართობი | 164,1 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 590 მ |
დახურვა