მარგარეტ ავსტრიელი (1584-1611)
From Wikipedia, the free encyclopedia
მარგარეტ ავსტრიელი (გერმ. Margarete von Österreich, ესპ. Margarita de Austria; დ. 25 დეკემბერი, 1584, გრაცი — გ. 3 ოქტომბერი, 1611, ესკორიალი) — ავსტრიელი ერცჰერცოგინია. 1599 წლიდან ესპანეთის დედოფალი. ფილიპე III-ის ცოლი.
სწრაფი ფაქტები მარგარეტ ავსტრიელი, ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფალი ...
მარგარეტ ავსტრიელი | |
---|---|
1609 წელს, ბართოლომე გონსალესის მიერ შესრულებული მარგარეტის პორტრეტი | |
ესპანეთისა და პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 აპრილი, 1599 |
მმართ. დასასრული: | 3 ოქტომბერი, 1611 |
წინამორბედი: | ანა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეტ ფრანგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 დეკემბერი, 1584 |
დაბ. ადგილი: | გრაცი, ავსტრია |
გარდ. თარიღი: | 3 ოქტომბერი, 1611, (26 წლის) |
გარდ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
დაკრძ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
მეუღლე: | ფილიპე III, ესპანეთის მეფე |
შვილები: |
ანა, საფრანგეთის დედოფალი ფილიპე IV, ესპანეთის მეფე მარია ანა, საღვთო რომის იმპერატრიცა ფერდინანდი კარლი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | კარლ II, ავსტრიის ერცჰერცოგი |
დედა: | მარია ანა ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა
მარგარეტი იყო ავსტრიის ერცჰერცოგის კარლ II-ის ქალიშვილი, რომელიც იმპერატორ ფერდინანდ I-ის და ჰერცოგინია ანა იაგელონის შვილი იყო. მარგარეტს ჰყავდა 14 და-ძმა, რომელთა შორისაც იყვნენ პოლონეთის დედოფალი ანა ავსტრიელი და იმპერატორი ფერდინანდ II. 1599 წელს დაქორწინდა ესპანეთის მეფე ფილიპე III-ზე, რომლთანაც შეეძინა 8 შვილი.