მარია ანა ესპანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
მარია ანა ესპანელი (ესპ. María Ana de España, გერმ. Maria Anna von Spanien; დ. 18 აგვისტო, 1606, მადრიდი, ესპანეთი — გ. 13 მაისი, 1646, ლინცი, ავსტრია) — ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის, უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია 1637-46 წლებში, როგორც ფერდინანდ III-ის პირველი მეუღლე.
მარია ანა ესპანელი | |
---|---|
María Ana de España | |
მარია ანა ესპანელი 1630 წელს, შესრულებულია დიეგო ველასკესის მიერ | |
უნგრეთის, ხორვატიისა და ბოჰემიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 თებერვალი, 1631 |
მმართ. დასასრული: | 13 მაისი, 1646 |
წინამორბედი: | ელეონორა გონძაგა |
მემკვიდრე: | მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი |
საღვთო რომის იმპერატრიცა, გერმანიის დედოფალი, ავსტრიის ერცჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 15 თებერვალი, 1637 |
მმართ. დასასრული: | 13 მაისი, 1646 |
წინამორბედი: | ელეონორა გონძაგა |
მემკვიდრე: | მარია ლეოპოლდინა ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 18 აგვისტო, 1606 |
დაბ. ადგილი: | ესკორიალი, ესპანეთი |
გარდ. თარიღი: | 13 მაისი, 1646, (39 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლინცი, ავსტრია |
მეუღლე: | ფერდინანდ III, საღვთო რომის იმპერატორი |
შვილები: |
ფერდინანდ IV, უნგრეთის მეფე მარიანა, ესპანეთის დედოფალი ლეოპოლდ I, საღვთო რომის იმპერატორი |
დინასტია: | ჰაბსბურგები |
მამა: | ფილიპე III, ესპანეთის მეფე |
დედა: | მარგარეტ ავსტრიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგარეტ ავსტრიელის ქალიშვილი. იმპერატორთან ქორწინებამდე განიხილებოდა მისი და უელსის პრინცის, მეფე ჯეიმზ I-ის ვაჟ ჩარლზ სტიუარტის ქორწინება. ეს მოვლენა ცნობილია როგორც „ესპანეთის მატჩი“, რასაც უნდა მოჰყოლოდა ესპანეთს, ინგლისსა და შოტლანდიას შორის ალიანსის შექმნა და ურთიერთობების დათბობა, თუმცა ღრმადმორწმუნე კათოლიკე მარია ანამ ანგლიკან ჩარლთან ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამის შემდეგ იგი მალევე მიათხოვეს მის ბიძაშვილ ფერდინანდს, რომელთანაც მომავალი იმპერატორი ლეოპოლდ I შეეძინა. მისმა ქორწინებამ ხელი შეუწყო ესპანეთსა და ავსტრიას შორის ურთიერთობების დათბობასა და ესპანელი და ავსტრიელი ჰაბსბურგებიც უფრო დააახლოვა.