მარაპის მთა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარაპის მთა (მინანგ. Gunung Marapi; აგრეთვე ცნობილი როგორც მერაპი ან ბერაპი) — კომპლექსური ვულკანი დასავლეთ სუმატრაზე, ინდონეზიაში. მისი სახელი ცეცხლის მთას ნიშნავს და წარმოადგენს კუნძულ სუმატრის ყველაზე აქტიურ ვულკანს. მდებარეობს ზღვის დონიდან 2 891,3 მეტრზე. მთის გარშემო მდებარეობს რამდენიმე ქალაქი და სოფელი, მათ შორის ბუკიტინგი, პადანგ-პანჯანგი და ბატუსანგკარი.
მარაპის მთა | |
---|---|
მარაპის მთა 2005 წელს | |
კოორდინატები: 00°22′51″ ს. გ. 100°28′22″ ა. გ. | |
ქვეყანა | ინდონეზია |
სიმაღლე | 2891,3 მ |
ქედი | ბარისანი |
ტიპი | კომპლექსური ვულკანი |
ბოლო ამოფრქვევა | თებერვალი 2014 |
ლეგენდის თანახმად, ამ მთაზე პირველად დასახლდა მინანგკაბაის ხალხი, მას შემდეგ რაც მათი გემი აქ გაჩერდა; გადმოცემის თანახმად, ამ დროისთვის მთა კვერცხის ზომის ყოფილა და გარშემო წყლით გარშემორტყმული.[1] რეგიონში მრავლად არის საფლავის ქვები, რომლებიც მთისკენ მიემართება, რაც მის კულტურულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.[2]
2011 წლის 3 აგვისტოდან, ინდონეზიის ვულკანოლოგიისა და გეოლოგიურ კატასტროფათა შემცირების ცენტრმა მთაზე განგაშის მაჩვენებელი სისტემა დაამონტაჟა.[3]