მალეფისენტი
From Wikipedia, the free encyclopedia
მალეფისენტი (ინგლ. Maleficent) — 2014 წლის ამერიკული ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, სადაც მთავარ პერსონაჟის როლს ასრულებს ანჯელინა ჯოლი. ფილმის რეჟისორია რობერტ სტრომბერგი, ხოლო სცენარი შექმნა ლინდა ვულვერტონმა. ფილმში ასევე მონაწილეობენ: შარლტო კოპლი, ელ ფენინგი, სემ რაილი, იმელდა სტაუნტონი, ჯუნო ტემპლი და ლესლი მანვილი. ფილმი შთაგონებულია ჩარლზ პეროს ორიგინალური ზღაპრით და უოლტ დისნეის 1959 წლის ანიმაციური ფილმით მძინარე მზეთუნახავი. ფილმი ასახავს ისტორიას სახელოვანი ანტაგონისტის გადმოსახედიდან, მის კონფლიქტს პრინცესასთან და მეფესთან.[1]
„მალეფისენტი“ | |
---|---|
ინგლ. მალეფისენტი | |
რეჟისორი | რობერტ სტრომბერგი |
პროდიუსერი | ჯო როთი |
სცენარის ავტორი | ლინდა ვოლვერონი |
ეფუძნება | მძინარე მზეთუნახავს |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი |
მწარმოებელი კომპანია | Roth Films |
დისტრიბუტორი | Walt Disney Studios Motion Pictures |
გამოსვლის თარიღი |
2014 წლის 28 მაისი (ელ კაპიტანის თეატრი) 2014 წლის 30 მაისი (შეერთებული შტატები) |
ხანგრძლივობა | 97 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 180–263 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 758.5 მილიონი აშშ დოლარი |
Walt Disney Pictures- მა ფილმის გადაღების შესახებ 2010 წელს გამოაცხადა, ჯო როთი იყო პროდიუსერი, ხოლო ჯოლი, დონ ჰანი და მაიკლ ვიირა აღმასრულებელი პროდიუსერები იყვნენ. ძირითადი გადაღებები შედგა 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე. ფილმის სპეციალური ჩვენება მოეწყო ლონდონში, 2014 წლის 9 მაისს, კენსინგტონის სასახლეში.[2]
მალეფისენტის პრემიერა შედგა ჰოლივუდის ელ კაპიტანის თეატრში 2014 წლის 28 მაისს და იმავე დღეს გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში. ფილმი გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2014 წლის 30 მაისს Disney Digital 3D, RealD 3D და IMAX 3D ფორმატებში, ასევე ჩვეულებრივ კინოთეატრებში. ფილმს კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, ისინი ფილმს აქებდნენ ვიზუალური ეფექტების, კოსტუმების, მუსიკალური გაფორმებისა და ჯოლის შესრულებისთვის, ხოლო ისინი მეტწილად აკრიტიკებდნენ სცენარს. საერთო ჯამში, ფილმმა კომერციული წარმატება მოიტანა, 758 მილიონი აშშ დოლარი მსოფილოს მასშტაბით, რის გამოც ის 2014 წლის მეოთხე, ყველაზე მათალშემოსავლიანი ფილმია და ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ჯოლის მონაწილეობით. ფილმმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის ოსკარის 87-ე დაჯილდოებაზე. მას აქვს გაგრძელება, მალეფისენტი 2: ბოროტების მბრძანებელი, რომელიც გამოვიდა 2019 წლის 18 ოქტომბერს.