ლორე-ლინდუს ეროვნული პარკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორე-ლინდუ (ინდონ. Taman Nasional Lore Lindu) — ტყიანი დაცული ტერიტორია ინდონეზიაში, კუნძულ სულავესიზე, ცენტრალური სულავესის პროვინციაში. ეროვნული პარკის ფართობი 2 180 კმ²–ია და მოიცავს როგორც დაბლობის, ისე მთის ტყეებს. გავრცელებულია მრავალი უიშვიათესი სახეობა, მათ შორის სულავესისთვის ენდემი ფრინველის 77 სახეობა.[2] ეროვნული პარკი შესულია იუნესკოს ბიოსფერულ ნაკრძალთა მსოფლიო ქსელში. გარდა მისი მდიდარი ველური ბუნებისა, პარკი ასევე მოიცავს ძვ. წ. 1300 წლით დათარიღებულ მეგალითებს.[3]
სწრაფი ფაქტები ლორე-ლინდუს ეროვნული პარკი Taman Nasional Lore Lindu ...
ლორე-ლინდუს ეროვნული პარკი
Taman Nasional Lore Lindu | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ინდონეზია, კუნძული სულავესი |
კოორდინატები | 1°31′ ს. გ. 120°11′ ა. გ. |
ფართობი | 2 180 კმ² |
დაარსდა | 1982 |
სტუმრობა | 2 000[1] (2007) |
მმართველი ორგანო | ინდონეზიის სატყეო სამინისტრო |
დახურვა
პარკამდე მიღწევის უადვილესი გზა ქალაქ პალუდან მიემართება. საკმაოდ დიდი, წელიწადში 4 000 მმ ნალქეის გამო, პარკის სამხრეთ ნაწილის მონახულებისათვის იდეალურია ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდი.[4]