ლორენ გრემი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლორენ ჰელენ გრემი (ინგლ. Lauren Helen Graham; დ. 16 მარტი, 1967) — ამერიკელი მსახიობი და ავტორი. იგი ცნობილია თავისი როლებით, როგორც ლორელაი გილმორი სატელევიზიო სერიალში გილმორის გოგოები (2000–2007 და 2016), რისთვისაც მან მიიღო ნომინაციები: კინომსახიობთა გილდიის ჯილდო, ოქროს გლობუსი და სატელიტის ჯილდო, სარა ბრაიერმანი ითამაშა, NBC-ს სატელევიზიო დრამაში ''მშობლები'' (2010–2015).
ლორენ გრემი | |
---|---|
გრემი 2014 წელს | |
დაბადების თარიღი |
16 მარტი, 1967 (1967-03-16) (57 წლის) ჰავაი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, ავტორი |
აქტიური | 1995-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | პიტერ კრაუზი (2010-დღემდე) |
გრემი გადაღებულია სხვა ფილმებშიც, მათ შორისაა: ტკბილი ნოემბერი (2001), ცუდი სანტა (2003), მელოტი ძიძა (2005), რადგანაც მე ასე მინდა (2007) და ყოვლისშემძლე ევანი (2007). მან თავისი სადებიუტო რომანი, ''Someday, Someday, Maybe'' 2013 წელს გამოაქვეყნდა. 2016 წელს გრემმა გაიმეორა თავისი როლი, როგორც ლორელაი გილმორი, Netflix-ის მინისერიალში, გილმორეს გოგოები: ცხოვრების ერთი წელი. ამ პერიოდში გამოაქვეყნა მემუარები, საუბარი რაც შეიძლება სწრაფად. მისი მესამე წიგნი, ''ნუ იდარდებთ ამის შესახებ'' 2018 წელს გამოქვეყნდა.