ლისაბონის ხელშეკრულება
From Wikipedia, the free encyclopedia
ლისაბონის ხელშეკრულება (ინგლ. „Treaty of Lisbon“ ან „Reform Treaty“; ასევე წოდებული როგორც „ლეგალური ბაზისი“) — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის (EU) საკონსტიტუციო საფუძველს ქმნის. ლისაბონის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა ევროპის კავშირის წევრების მიერ 2007 წლის 13 დეკემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 2009 წლის 1 თებერვალს.[1] თავის თავში აერთიანებს მაასტრიხტის ხელშეკრულებასა (1992), ცნობილი როგორც ევროპის კავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულება, რომლის გაფორმებით ევროგაერთიანებები გარდაიქმნა ევროკავშირად და ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკური ასპექტიც შეიძინა; და რომის ხელშეკრულებას (1957). ლისაბონის ხელშეკრულება აერთიანებდა ორგანიზაციის მიერ მიღებულ პროტოკოლებს, ასევე იმ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დაფუძნდა ევროპული გაერთიანება ატომური ენერგიის დარგში, ე.წ. ევრატომი. ლისაბონის ხელშეკრულების საფუძველზე, ევროკავშირს სამართალსუბიექტობა მიენიჭა.
ლისაბონის ხელშეკრულება | |
---|---|
ლისაბონის ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებასა და ევროპული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
ტიპი | არსებული ხელშეკრულებების გაუმჯობესება (EURATOM, TFEU and TEU) (ევრატომი, მაასტრიხტისა და რომის ხელშეკრულება) |
ხელი მოეწერა | 2007 წლის 13 დეკემბერი |
ადგილი | ლისაბონი, პორტუგალია |
ძალაში შევიდა | 2009 წლის 1 დეკემბერი |
ხელი მოაწერეს | ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 2007 წლის მონაცემებით |
მეანაბრე | იტალიის მთავრობა |
ენები | ევროკავშირის ენებიდან 23 |
Treaty of Lisbon ვიკიწყაროში |
ლისაბონის ხელშეკრულებამ ძირეული ცვლილებები შეიტანა ევროკავშირის პოლიტიკაში. 45-ზე მეტ სფეროში ერთსულოვნების პრინციპი შეიცვალა კვალიფიციური უმრავლესობის პრინციპით; უფრო ძლიერმა ევროპარლამენტმა ჩამოაყალიბა ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო მინისტრთა საბჭოსთან ერთად. ლისაბონის შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობები. ხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ასევე ევროკავშირის ადამიანის უფლებათა კანონპროექტი, ფუნდამენტური უფლებების ქარტია, რომელსაც იურიდიულად სავალდებულო ხასიათი მიენიჭა. პირველად ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში ამ ხელშეკრულებამ ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოს მისცა უფლება, სურვილისამებრ, დატოვოს კავშირი და კავშირიდან გასვლის პროცედურებიც შეიმუშავა.
ხელშეკრულების ძირითადი მიზანი იყო „ამსტერდამისა და ნიცის შეთანხმების დაწყებული პროცესის დასრულება, რომელიც ითვალისწინებდა ვროკავშირისთვის უფრო ძლიერი, ერთიანი მმართველობის შექმნას, ეფექტიანი საგარეო პოლიტიკისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გადაწყვეტილების მიღების შედარებით მარტივი სისტემის ჩამოყალიბებას.“[2] ლისაბონის ხელშეკრულების მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო ევროპის პარლამენტის ყოფილი წევრი იენს-პიტერ ბონდი (დანიის წარმომადგენელი), რომელიც ამტკიცებდა რომ ეს ხელშეკრულება უფრო მეტად ცენტრალიზებულ კავშირს შექმნიდა და ეროვნული ამომრჩევლების „ძალაუფლების წართმევით“ შეამცირებდა დემოკრატიის ხარისხს.[3] მომხრეები კი ამბობდნენ, რომ ეს შეთანხმება უფრო მეტად დააბალანსებდა ევროკავშირის სისტემას ევროპის პარლამენტის უფრო გაძლიერებითა და ეროვნული პარლამენტის როლის გაზრდით.
ევროკავშირის ინტიტუტების სახეცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2001 წელს დაიწყო, რის შედეგადაც, პირველ რიგში, წამოაყენეს ევროპის კონსტიტუციის შექმნის საკითხი, რომელიც გააუქმებდა უკვე არსებულ ევროპულ შეთანხმებებს და მათ ჩაანაცვლებდა ე.წ. კონსტიტუციით. მიუხედავად იმისა რომ შეთანხმება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობას რატიფიცირებული ჰქონდა ის მაინც გააუქმეს, ვინაიდან 2005 წლის 29 მაისს[4][5] საფრანგეთის ამომრჩეველთა 55%-მა, ხოლო 2005 წლის 1 ივნისს ნიდერლანდების ამომრჩეველთა 61%-მა მხარი არ დაუჭირა.[6] მოკლე პერიოდის გასვლის შედმეგ კი წევრი სახელმწიფოები შეთანხმდენენ იმის მაგივრად რომ გაეუქმებინათ უკვე არსებული შეთანხმებები მთელი რიგი რეფორმების გატარებით აღედგინათ „მიტოვებულ“ კონსტიტუცია. ჩასწორებული სახით წარმოდგენილ ე.წ. „რეფორმის ხელშეკრულებას“ ხელი მოეწერა 2007 წელს ლისაბონში. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო რომ ყველა წევრ სახელმწიფოს უნდა მოეხდინა მისი რატიფიკაცია 2008 წლის ბოლომდე. ეს ჩანაფიქრი ჩაიშალა ვინაიდან ირლანდიელ ამომრჩეველთა ურავლესობამ 2009 წლის ივნისში მხარი არ დაუჭირა ამ ხელშეკრულებას, მაგრამ სხვადასხვა დათმობისა და მოლაპარაკებების შემდეგ 2009 წლის ოქტომბერში ჩატარდა მეორე რეფერენდუმი და ამომრჩეველთა უმრავლსებომა უკვე მხარი დაუჭირა ხელშეკრულების რატიფიკაციას.[7][8]