ლიბანის სამოქალაქო ომი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბანის სამოქალაქო ომი (არაბ. الحرب الأهلية اللبنانية) – მრავალმხრივი სამოქალაქო ომი ლიბანში, რომელიც 1975-1990 წლებში მიმდინარეობდა. დაპირისპირებამ დაახლოებით 120,000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია,[4] ხოლო 76,000 დრემდე დევნილობაში ცხოვრობს.[5] ომის შედეგად ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი წავიდა ემიგრაციაში.[6]
ლიბანის სამოქალაქო ომი | ||||
---|---|---|---|---|
წინააღმდეგობის მოედანი, ბეირუთი, 1982 წელს ომის დროს. | ||||
თარიღი | 13 აპრილი, 1975 – 13 ოქტომბერი, 1990 | |||
მდებარეობა | ლიბანი | |||
შედეგი | ტაიფის შეთანხმება | |||
მხარეები | ||||
| ||||
მეთაურები | ||||
| ||||
ძალები | ||||
| ||||
| ||||
ლიბანის სამოქალაქო ომი ვიკისაწყობში |
ომამდე ლიბანი იყო მრავალ-რელიგიური ქვეყანა, სადაც უმრავლესობას სუნიტი მუსლიმები და ქრისტიანები წარმოადგენდნენ. შიიტები ძირითადად ცხოვრობდნენ სამხრეთში. ქვეყნის მთიან რეგიონში ძირითადად დრუზები სახლობდნენ. ქვეყანა ძირითადად მარონიტი ქრისტიანი ელიტის მიერ იმართებოდა.[7][8] ისრაელის ჩამოყალიბებამ და შედეგად ასობით ათასი პალესტინელი დევნილის ლიბანში გადასვლამ დემოგრაფიული მდგომარეობა მუსლიმების სასარგებლოდ შეცვალა. ცივმა ომმა დიდი გავლენა მოახდინა ლიბანზე, რამაც 1958 წლის პოლიტიკური კრიზისი გამოწვია. მას შემდეგ მარონიტები მართავდნენ ქვეყნის დასავლეთს ნაწილს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიას საბჭოთა კავშირის დახმარებით პან-არაბული ძალები აკონტროლებდნენ.[9]
ბძოლა მარონებსა და პალესტინურ ძალებს შორის (ძირითადად პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია) 1975 წელს დაიწყო, შემდეგ პალესტინელებთან ალიანსი შეკრეს: ლიბანელმა მუსლიმებმა, პან-არაბისტებმა და მემარცხენეებმა.[10] ამ მოვლენების დროს მოკავშირები ბანაკს ხშირად იცვლიდნენ. კონფლიქტში ისრაელი და სირიაც აღმოჩნდა ჩარეული და მოოწინააღმდეგე მხარებს ეხმარებდნენ. ლიბანში ასევე განთავსებული იყო მრავალეროვანი სამშვიდობო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროებითი სამხედრო ძალები.
1989 წელს დადებული ტაიფის შეთანხმებით დასრულდა საბრძოლო მოქმედებები. 1989 წლის იანვარში არაბული ქვეყნების ლიგამ დაიწყო ხელშეკრულების დრაფტის შემუშავება. 1991 წელს პარლამენტმა მიიღო ამნისტიის კანონი, რომლის ძალითაც პოლიტიკურ დანაშაულში ბრალდებული ყველა პირი შეიწყალეს.[11] 1991 წლის მაისიდან ჰესბოლას გარდა ყველა შეიარაღებულმა ძალამ განიარაღების პროცესი დაიწყო და ლიბანის შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა არა-რელიგიურ ინსტიტუტად.[12] დაძაბულობა შიიტ და სუნიტ მუსლიმებს შორის ომის შემდეგაც გაგრძელდა.[13]